მთავარიევროპაგერმანიადრეზდენის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს სამი რობოტი გაუძღვა

დრეზდენის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს სამი რობოტი გაუძღვა

დრეზდენის სიმფონიურმა ორკესტრმა ინოვაციური მსოფლიო პრემიერა გამართა.  დირიჟორის ნაცვლად კონცერტს სამი რობოტი გაუძღვა. მუსიკოსებმა რობოტი ხელების ხელმძღვანელობით ნაწარმოები სახელწოდებით “რობოტის სიმფონია“ შეასრულეს.
აღმოსავლეთ გერმანიის მუსიკალურმა ინსტიტუტმა 25 წლის იუბილე მომავლის თემატიკით აღნიშნა. დრეზდენის სიმფონიური ორკესტრი ცნობილია სიახლეების დანერგვით, რომლებიც მუსიკოსებს გამოწვევების წინაშე აყენებს.
„ეს ძალიან განსხვავებულია. რობოტი დირიჟორი შეუბრალებელია. ის არავის ელოდება. მართლაც, მანქანასავით მუშაობს,“ – ამბობს დრეზდენის სიმფონიური ორკესტრის წევრი.
კონცერტმა აუდიტორიის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა. თუმცა ზოგიერთის აზრით,  ნაწარმოები თითქოს ერთი ინსტრუმენტით იყო შესრულებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend