„ისტორიაში პირველად, ჩეხეთს სრულად დასავლური მარშრუტით, სრულად არარუსული ნავთობი მიეწოდება“ – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული აღარ არის.
დასავლეთიდან მომავალი ტრანსალპური მილსადენის სიმძლავრის გაზრდის პროცესის დასრულების შემდეგ ჩეხეთი რუსულ იმპორტს აღარ საჭიროებს.
რესპუბლიკას ამჟამად შეუძლია დასავლური მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობი გადატუმბოს, რაც სრულად ფარავს ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საჭიროებებს.
ტრანსალპური მილსადენის გავლით ნავთობი იტალიიდან გერმანიაში გამავალ მილსადენს მიეწოდება, რაც შემდეგ ჩეხეთს ამარაგებს.
„2025 წლის იანვარში წარმატებით დასრულდა სამუშაოები ტრანსალპურ მილსადენებზე. გუშინ ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნებისთვის ნავთობის პირველი მარაგი ჩამოვიდა, აქ, ნელაჰოზევესის საცავში. პირველად ისტორიაში, ჩეხეთს სრულად დასავლური მარშრუტით, სრულად არარუსული ნავთობი მიეწოდება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
ჩეხეთმა რუსული გაზის იმპორტი მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყვიტა.