კატეგორიები

ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ადგილას რამდენიმე ცხედარია ნაპოვნი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა

ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ადგილას  რამდენიმე ცხედარია ნაპოვნი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა
ინდონეზიაში, დასავლეთ იავაზე მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ მაშველებმა 24 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება.

ბანტენის პროვინციაში, სერანგის ოლქში მდებარე ქარხანაში ხანძარი 21 ნოემბერს, დღისით გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა  მხოლოდ მეორე დღეს, 22 ოქტომბერს, დილით ადრე შეძლეს.

დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ქარხნის დიდი ნაწილი განადგურებულია. ქარხნის შესასვლელთან  დაკარგულთა ნათესავები შეიკრიბნენ, რათა თავიანთი ახლობლების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

სამართალდამცველები ოჯახებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობენ, რათა დაადგინონ, სად იმყოფებოდნენ თანამშრომლები ხანძრის გაჩენის მომენტში.

საწარმოო და საოფისე შენობებში სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ტერიტორიაზე მისვლა უსაფრთხო იქნება.

ინდონეზიის ეროვნული სამძებრო-სამაშველო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ათვალიერებენ მაშველები შენობის დამწვარ ადგილებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გადარჩენილების თქმით, ცეცხლი მესამე სართულზე მდებარე გაგრილების სისტემიდან გავრცელდა.

დაკავშირებული ამბები
ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ადგილას რამდენიმე ცხედარია ნაპოვნი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა