კატეგორიები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსულტანტების ტრანსსასაზღვრო ქსელი ეხმარება ევროპელებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსულტანტების ტრანსსასაზღვრო ქსელი ეხმარება ევროპელებს
ევროკავშირის ტრანსსასაზღვრო ქსელი ევრობლოკის ფარგლებში დასაქმებულ საკუთარ მოქალაქეებს ხელფასებისა და შეღავათების მიღებაში ეხმარება

ევროკავშირის ახალი პროექტის ფარგლებში ბრიუსელი ცდილობს დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დასაქმების შემთხვევაში მათი უფლებები დაცული იყოს.

მილიონობით ევროპელი მუშაობს საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა ზოგჯერ დამსაქმებელი მათ არ აძლევთ ისეთ ხელფასსა და შეღავათებს, როგორიც კანონით ეკუთვნით. ამიტომ, ექსპერტთა ტრანსსასაზღვრო ქსელი სხვა ქვეყანაში დასაქმებულებს ეხმარება მიიღონ ის, რაც ეკუთვნით. „ევრონიუსი  სლოვენიაში ჩავიდა, რათა ენახზ, თუ როგორ ახერხებს ეს ქსელი ამ სქემის ამუშავებას.

ლიუბლიანასთან ახლოს ავტომაგისტრალზე მდებარე დასასვენებელ პუნქტში უკვე მოსაღამოვდა; ევროპული პროექტის „Fair Labour Mobility EU“ - ის საერთაშორისო გუნდი საინფორმაციო ფურცლებს არიგებს. ისინი მძღოლებს ესაუბრებიან სამუშაო პირობების, დასვენებისა და ანაზღაურების საკითხებზე.

„მათ აუცილებლად სჭირდებათ ინფორმაცია — სწორი ინფორმაცია, რადგან, გარკვეულწილად, ისინი საკუთარი თავის ამარად არიან დარჩენილი,“ - ამბობს მარკო ტანაშიჩი, FAIR LABOUR MOBILITY EU-ის კონსულტანტი, ZSSS UNION. „მძღოლებმა არ იციან რეგულაციები, არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას, არ იციან, როგორ გაერკვნენ სისტემაში, არ იციან საკუთარი უფლებები და არასწორად არიან ინფორმირებულნი; ამიტომ, მათ ნამდვილად სჭირდებათ — უბრალოდ უკიდურესად სჭირდებათ — ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.“

ამ მოსაზრებას სლოვენიელი სატვირთო მანქანის მძღოლი გორან იოვანოვიჩი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ იმ მძღოლების დიდ ნაწილს, რომელთაც  შორ მანძილზე დაყავთ სატვირთო, სამუშაო წესებისა და პრაქტიკის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი  არასწორად იყენებენ ტაქოგრაფს“, - განმარტავს გორანი. „გარდა ამისა, მძღოლებს ანაზღაურება კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად კი არ ეძლევათ, როგორც წესია,  არამედ  ფიქსირებული დღეებისა და გავლილი კილომეტრების მიხედვით უხდიან. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის და სწორედ ამ გზით უწევენ მძღოლებს ყველაზე მეტად ექსპლუატაციას.“

Fair Labour Mobility EU-ის კონსულტანტები რვა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და ხშირად იკრიბებიან საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული რთული საკითხების განსახილველად. წელს პროექტის ბიუჯეტი მილიონ 200 ათას ევროს (1,2 მილიონ ევროს) შეადგენს, საიდანაც 90%-ს ევროკავშირი იხიდის. პროექტის კოორდინატორი დრაგანა ბუბული ხაზს უსვამს უცხოელ დასაქმებულებთან პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობას — მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ისინი.

„ჩვენ მხოლოდ მაგისტრალზე განთავსებულ პუნქტებში კი არ დავდივართ, არამედ სამშენებლო ცენტრებში, სასოფლო-სამეურნეო მინდვრებსა და ისეთ ადგილებშიც, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გაჰყავთ“, - ამბობს დრაგანა ბუბული, FAIR LABOUR MOBILITY EU-ის პროექტის კოორდინატორი.

 

ამ კონსულტანტების  მიერ გამოძიებული საქმეები შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სახის დარღვევას, მათ შორის  გადაუხდელ სოციალურ დაზღვევას, სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევას, გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებსა და  სახელფასო დანაკლისს, რასაც ადგილი ხშირად რამდენიმე ქვეყანაში აქვს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც საკონსულტაციო საქმიანობაში ვაწყდებით, არის სუბკონტრაქტორთა გრძელი ჯაჭვები,“ - განმარტავს დრაგანა. „ასეთი ტრანსნაციონალური, საზღვრებს მიღმა მიმდინარე საქმის კვლევის გარეშე კი, ძალიან მცირეა შანსი იმისა, რომ დასაქმებული საბოლოო ჯამში კუთვნილ ხელფასს მიიღებს“.

შრომის საკითხებში ჩახედულ მრჩეველთა საქმიანობა იზოლირებული არ არის. ამ პროექტის პარალელურად, ევროკომისიამ კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყო საქმიანობ, რათა დასაქმებულების  სოციალური უფლებები და დაცვა ევროკავშირის მასშტაბით უზრუნველყოს.

ამ მიზანს ემსახურება  ინიციატივა, რომელსაც „შრომის სამართლიანი მობილობის პაკეტი“ — უწოდეს და რომელიც სამ ძირითად მდგენელს მოიცავს: კვალიფიკაციების უფრო სწრაფად აღიარება ქვეყნებს შორის; სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესანახი  და გასაზიარებელი ციფრული საფულის შექმნა; და ევროპის შრომის სააგენტოს როლის გაძლიერება თაღლითობასთან ბრძოლის მიზნით. ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საზღვრებს მიღმა შრომითი უფლებების მტკიცე დაცვა მხოლოდ დასაქმებულებს კი არ აძლევს ხელს, არამედ - ბიზნესსაც და  ზოგადად ევროკავშირის მთელ ეკონომიკას აძლიერებს.

ანტუან კასელი, ევროკომისიის სოციალური და შრომის საკითხების გენერალური დირექტორატის შრომის მობილურობის დეპარტამენტის დირექტორი:

„რაც უფრო აქტიურად მოხდება დარღვევების აღკვეთა და თაღლითობასთან ბრძოლა, რაც უფრო მეტად გააუმჯობესებთ ინსპექტირებასა და წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, მით უფრო მოიმატებს პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. თანაც, სახელმწიფო ხაზინაშიც მეტი ფული შევა.“

უნგრეთში, ბალატონის ტბის ნაპირას, შევხვდით კიდევ ერთ დასაქმებულს, რომელსაც „Fair Labour Mobility EU“-ის ექსპერტები დაეხმარნენ. გაბორ გუშლოვანი ავტონაწილების ქარხანაში მშრომელთა საბჭოს ხელმძღვანელობს; მას დავა მოუწია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს შორ მანძილზე ტრანსპორტის გადაყვანა, რომელსაც საზღვრის კვეთა უწევს.

„პრობლემის არსი, გარკვეულწილად, აღრიცხვას უკავშირდებოდა — კერძოდ, როგორ უნდა აღრიცხულიყო სამუშაო საათები, როგორ უნდა გაემიჯნათ მგზავრობის დრო დასვენების საათებისგან“,-ამბობს გაბორი.

საკუთარ პროფკავშირსა და ევროკავშირის პროექტის„Fair Labour Mobility EU“-ის ფარგლებში კონსულტაციის გავლის შემდეგ, მან გამოსავალი იპოვა.

„შეიძლება  ამ შემთხვევამ ყველაზე უკეთ ის მასწავლა, რომ საჭიროა ძალების გაერთიანება, პრობლემების ღიად განხილვა და ექსპერტებთან თანამშრომლობა,“ - განმარტავს გაბორი. „მაშინაც კი, თუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური რეგულაცია ან მკაფიოდ გაწერილი კანონი, რომელსაც მხარეები უნდა დაემორჩილონ, გადაწყვეტილებების ერთობლივად მოძიება მაინც შესაძლებელია.“

ევროკავშირის პროექტი Fair Labour Mobility EU 2024-დან 2025 წლამდე თითქმის 3 000 დასაქმებულს დაეხმარა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვაში.

ავტორი: ჯერემი უილქსი

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსულტანტების ტრანსსასაზღვრო ქსელი ეხმარება ევროპელებს ევროკავშირის პროგრამა შვედეთის სოფლებში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ელექტრომობილების შეძენას უმარტივებს