კატეგორიები

გადი ეიზენკოტი ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ კოალიციურ მოლაპარაკებებზე იწვევს

გადი ეიზენკოტი ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ კოალიციურ მოლაპარაკებებზე იწვევს
გადი ეიზენკოტმა კოალიციურ მოლაპარაკებებზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ მიიწვია.

ეიზენკოტის ცენტრისტულმა პარტაიმ განაცხადა, რომ კოლიციის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელიც მაქსიმალურად ფართო პოლიტიკურ სპექტრს მოიცავს.

ეიზენკოტს ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად დეკემბრის დასაწყისამდე აქვს ვადა. ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება ვერც მისმა პარტიამ შეძლო და ვერც ნეთანიაჰუს ბლოკმა.

თუმცა ეიზენკოტის ფართო პოლიტიკურ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან უნდა შეიქმნას ალიანსი, ულტრაორთოდოქსულ პარტიებთან, არაბულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან თუ ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირების გზით ნეთანიაჰუს ბლოკთან.

ნეთანიაჰუ აქტიურად უჭერს მხარს ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას და აცხადებს, რომ ამას ისრაელის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გასულ უქმეებზე პარტია „ლიკუდმა“  ეიზენკოტის ბლოკთან ერთად ასეთი მთავრობის შექმნის საკითხზე თავისი პოზიცია გამოხატა.

ეიზენკოტი მზადაა, მთავრობა „ლიკუდის“ წევრებთან ერთად ჩამოაყალიბოს, თუმცა არ აპირებს იმუშაოს იმ  მთავრობაში, რომლის სათავეშიც თავად ნეთანიაჰუ იქნება.

დაკავშირებული ამბები
გადი ეიზენკოტი ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ კოალიციურ მოლაპარაკებებზე იწვევს არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა