მთავარიაზიაავღანეთითალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას

თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას

თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება.

“კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება”, – განაცხადეს პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროში.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი “არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები” – თუმცა კანონის ეს პუნქტი არ ეხება მედიას.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ავღანეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალების უფლებები, მას შემდეგ რაც თალიბანმა კიდევ ერთხელ მოახერხა ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

ვითარებას, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა, გაეროში აფასებენ როგორც “ქალთა აპართეიდს”.

ამავე ამბავზე

თალიბანის ავღანეთი – ძალაუფლების სამი წელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend