ომი უკრაინაში

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული არმიამ უკრაინისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

“ვითარება ჩვენი მხრიდან მკაცრ და დაუყონებლივ პასუხს მოითხოვს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარება გვთხოვეს. გაერთიანებული ერების ქარტიის 51 მუხლის მეშვიდე დებულების და დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება გავცე ბრძანება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. ჩვენი მიზანია დავიცვათ ხალხი ვინც უკვე 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მსხვერპლია. დაყარეთ იარაღი და წადით სახლში. ყველა უკრაინელი ჯარისკაცი ვინც ამას შეასრულებს შეეძლება ოჯახში დაბრუნება“,  – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ვიდეო მიმართვაში.

რუსული არმიის შეტევის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა კი სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კიევში, ხარკოვსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის, განგაშია უკრაინის დედაქალაქში.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

„უკაცრავად. 25 თებერვლიდან მე აქ აღარ ვმუშაობ” – Ruptly -ის მარკეტინგის ხელმძღვანელი შონ ლინი

ჟურნალისტები „რაშა თუდეის“ ვიდეოსააგენტოს ტოვებენ – Reuters

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

საქართველოსა და საფრანგეთი პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდნენ

“ემანუელ მაკრონთან ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ, განვიხილეთ ჩვენ წინაშე არსებული ყველა საკითხი”, – წერს ტვიტერზე სალომე ზურაბიშვილი.

https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1498338316990783490/photo/1

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

“წადით” – ზელენსკი რუს ჯარისკაცებს

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვი ყოველდღე იზრდება

უკრაინა 360 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ბელარუსში

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/photos/a.103058307701561/672130500794336/

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

 „რეიტინგმა“ გამოკითხვა 26-27 თებერვალს ჩაატარა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

#CUBE – ინტერვიუ “ფაქტ-მეტრის“ მთავარ რედაქტორთან მალხაზ რეხვიაშვილთან

ვინ იგებს ინფორმაციულ ომს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/photos/a.103058307701561/672109514129768/

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს, 28 თებერვალს გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“, – დაწერა ზელენსკიმ ფეისბუკზე.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება საგანგებო ბრიფინგზე

ჯოზეფ ბორელი – უსამართლო ომები დამარცხებისთვისაა განწირული

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერის ანგარიშზე წერს:

“ისტორიაში პირველად, ევროკავშირი დააფინანსებს იარაღისა და სხვა სახის ტექნიკის ყიდვასა და მიწოდებას თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის.” – წერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

20:01

27 თებერვალი, თბილისი

სოლიდარობა უკრაინას – აქცია პარლამენტის შენობასთან

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/videos/688672932310659

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას შეუერთდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. გარდა ამისა, მათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები უჭირავთ და უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ.

პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

სოლიდარობა უკრაინას – თბილისის ქუჩებში უკრაინის დროშები გამოფინეს – 27 თებერვლის ფოტოქრონიკა

  • რუსული ჯარი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

18:00

უკრაინის შსს – მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ დენისენკომ რადას არხის ეთერში განაცხადა.

„ამჟამად მთავარი პრობლემა, არის ის, რომ ჯავშანტექნიკის საკმაოდ დიდი კოლონა, რომელიც „V“-ს ფორმით მიემართება ქალაქ კიევისკენ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, სად მიდიან და ჩვენ მზად ვართ მათთვის“, – განაცხადა დენისენკომ

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

EU – რუსული ბანკების ნაწილს საერთაშორისო გადარიცხვებზე წვდომა, SWIFT, შეეზღუდა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

უკრაინის მხარდამჭერი აქციის მესამე დღე

26 თებერვალი, თბილისი

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/videos/475052140936953

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით 100 ათასზე მეტმა უკრაინელმა საკუთარი სახლი დატოვა

უკრაინელი დევნილები უნგრეთში ჩავიდნენ

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

მოძრავი კრემატორიუმები 

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/videos/3044463225808052

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

დევინილები კიევიდან 

ქართველ ახალგაზრდას კიევიდან რუმინეთის საზღვრამდე მისაღწევად 16 საათი დასჭირდა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

უკრაინის მხარდამჭერი აქციის მესამე დღე თბილისში

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/photos/pcb.671150940892292/671148737559179

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

კიევში მცხოვრები ქართველები მეტროსადგურში თავშეფარებულ უკრაინელებს ხაჭაპურებით უმასპინძლდებიან

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ჰაკერების დაჯგუფება „ანონიმუსმა“ მორიგი ვიდეო გაავრცელა – მიმართვა პუტინს

ჰაკერების დაჯგუფება „ანონიმუსმა“ მორიგი ვიდეო გაავრცელა – მიმართვა პუტინს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ჰელსინკში უკრაინაში მიმდინარე ომი 10 ათასმა მოქალაქემ გააპროტესტა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

17:40

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

ბოლო მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ჩაკეტეს.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

16:02

ლიეტუვას პრემიერი – რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გათიშვის ძლიერი მოწინააღმდეგე თითქმის აღარ დარჩა

დასავლელი პარტნიორები წინ მიიწევენ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გათიშვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ იდეის ძლიერი მოწინააღმდეგე თითქმის აღარ დარჩა.

„ჩვენი მიზანია გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. არ შემიძლია კონკრეტული თარიღი დავასახელო, თუმცა რაც ჩანს, ამ იდეის ძლიერი მოწინააღმდეგე თითქმის აღარ დარჩა,“ – განაცხადა ლიეტუვას პრემიერმა პსრესკონფერენციაზე.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

15:00

პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით უკრაინა აკონტროლებს კიევისა და უკრაინის მთავრი ქალაქების შემოგარენს

14:56

ვოლდიმირ ზელენსკი: იტალიამ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტვირტერის ანგარიშზე წერს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვას.

მისი თქმით, იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა.

“ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ახალი გვერდის დასაწყისი… უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი”, – წერია ზელენსკის ტვიტერის ანგარიშზე.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

14:29

რუსული არმიის დანაკარგები ინტერვენციის მესამე დღეს

რუსული არმიის დანაკარგები ინტერვენციის მესამე დღეს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

13:01

კიევის მეტრო მუშაობას წყვეტს და დროებით თავშესაფრად კეთდება

ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს

რუსული ჯარი

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

11:35

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს ვიდეს, სადაც ჩანს როგორ ეცემა ჭურვი საცხოვრბელ კორპუსს კიევში. 

https://www.facebook.com/Vitaliy.Klychko/videos/3267363016876477

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

10:30

ვოლოდიმირ ზელენსკი – “იარაღს არ დავყრით, დავიცავთ ქალაქს”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის ჯარი იარაღის დაყრას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის მახლობლად ჩაწერა და აღნიშნა, რომ კიევშია და ქალაქის დატოვებას არ აპირებს.

„დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, ასე: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა მან.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

00:18

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა შესანიშნავ ქართველ ხალხს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერ აქციას საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს.

“შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! დიდი მადლობა ყველას, თბილისსა და სხვა ქალაქებში. მათ ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას და ომის წინააღმდეგია. ზოგჯერ ხალხი არ ჰგავს საკუთარ მთავრობას, მეტიც, ხალხი უკეთესია ვიდრე მთავრობა”,- წერს ტვიტერზე ვოლოდიმირ ზელენსკი.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

25 თებერვალი

22:41

რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას საქართველომ მხარი დაუჭირა

რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას საქართველომ მხარი დაუჭირა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

23:00

NATO – რუსეთმა აგრესიის გზიდან უნდა დაიხიოს

NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

22:30

ციფრული ომი რუსეთია მთავრობის წინააღმდეგ 

ჰაკერების ჯგუფმა, „ანონიმუსი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზა გატეხა, ელ-ფოსტის მისამართები და პაროლები გაასაჯაროვა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

22:01

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვს ფინანსური აქტივები შეუჩერა

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ფინანსური აქტივები შეაჩერა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

21:38

უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა

„საღამო მშვიდობისა! ფრაქციის ხელმძღვანელი აქ არის. პრეზიდენტის აპარატის უფროსი აქ არის. პრემიერ-მინისტრი აქ არის. პრეზიდენტის მრჩეველი – მიხაილო პოდოლიაკი აქ არის, და უკრაინის პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი სამხედროები აქ არიან.  ჩვენ ყველანი აქ ვართ, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. დიდება ჩვენს დამცველებს, დიდება უკრაინას”, – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

20:15

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, მთავრობის სახლთან

https://www.facebook.com/media/set?vanity=euronewsgeorgia&set=a.670452954295424

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

20:10

ევროსაბჭო რუსეთს დროებით უჩერებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას 

ევროსაბჭოს 47-დან 42-ი წევრი ქვეყანა ხმას აძლევს მოსკოვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეჩერებას.

რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს სანქციები 2014 წლიდან აქვს დაწესებული.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

19:42

ევროკავშირი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვს ფინანსურ აქტივებს გაუყინავს

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ფინანსური აქტივები შეაჩერა

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

18:40

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს

ნატო-ს ქვეყნების ლიდერები სამიტს ონლაინ ფორმატში ესწრებიან.შეხვედრა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო. სამიტზე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სიტყვით გამოვა და უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

18:32

კიევი თავს იცავს- ქალაქის მერი

„უკრაინის ჯარი რუსულ სადესანტო ძალებს ანეიტრალებს. მტერი უკვე კიევშია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დედაქალაქი, რომლის მუხლებზე დაცემა და განადგურებაც მტერს სურს”, – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

17:13

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი –  კიევი დასავლეთისგან იზოლირებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ ჰოსტომელის აეროპორტს რუსული ჯარები აკონტროლებენ.

ჰოტემელი კიევიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს.

კონაშენკოვი ამბობს, რომ “საბრძოლო ოპერაციაში 200-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა”.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

16:38

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერის გვერდზე წერს:

უკრაინა შვედეთისგან სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. მადლობას ვუხდი შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ერთად ვაშენებთ პუტინის საწინააღმდეგო კოალიციას!” – ცოლოდიმერ ზელენსკის ტვიტი.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

15:53

კრემლი უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხს განიხილავს 

კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დააწყობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ პირობების განმარტებისას განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას.

ამასთანავე, ლავროვმა აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს, რომ მზადაა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს.

„პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი. ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, “სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმის სინდისზე იქნება”. მან მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს “არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და წავიდნენ სახლში”.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

15:19

ზელენსკი პუტინს: მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების ხოცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს.

ზელენსკიმ, უკრაინულ ენაზე, მიმართა უკრაინის შეარაღებულ ძალებს: „მტკიცედ იდექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. მხოლოდ თქვენ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გაუმარჯოს უკრაინას!“

კრემლი მხოლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტზე მოლაპარაკებზე აცხადებს მზაობას.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მთავრობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დონბასში განხორციელებულ გენოციდსა და რუსოფობიაში.

15:20

შარლ მიშელი – მოვუწოდებ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და გაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მხარს უჭერს უკრაინას და მის დახმარებას განაგრძობს.

„ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, ვინაიდან კიევში გრძელდება რუსეთის ძალების თავდასხმა. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა. აუცილებელია, საჩქაროდ მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად“ ,- განაცხადა მიშელმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.

„ევროპა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და განაგრძობს მის მხარდაჭერას. გუშინ საღამოს პოლიტიკურად შეთანხმდა სანქციების მეორე ტალღა მასშტაბური და სერიოზული შედეგებით. შემდგომი პაკეტის საჩქარო მომზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

14:12

https://www.facebook.com/euronewsgeorgia/photos/a.103058307701561/670358280971558

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

12:51

პოლონეთის საზღვარი უკრაინიდან 29 000 მოქალაქემ გადაკვეთა

უკრაინა პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური ცნობით, ხუთშაბათს საზღვრის გადაკვეთის 38,00 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის პოლონეთში უკრაინიდან 29 ათასი შევიდა და ქვეყანა 9200 დატოვა.

ვარშავაში გახსნილია ლტოვლების მიმღები ცენტრები.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ ბრძოლაში ვართ მარტო

https://www.facebook.com/watch?v=4815748121837958

კიევში დღეს, 25 თებერვალს დილით აფეთქების ხმა ისმოდა, თუმცა უცნობია მისი ზუსტი წარმოშობა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 137 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

10:20

უკრაინის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა კიევიდან 50 კილომეტრში, რუსული ძალების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ააფეთქეს ხიდი მდინარე ტეტერივზე ივანკოვში, რომელიც მდებარეობს კიევიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრში, რათა თავიდან აიცილონ რუსული ძალების დედაქალაქისკენ წინსვლა. სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ჯარები შეჩერებულია.

პარასკევს დილით ადრე, აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, რუსული ძალები უკრაინაში ბელორუსის საზღვრის გავლით შევიდნენ.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

10:01

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება.

თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

ახალი სანქციები რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ფინანსური სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო სისტემის და სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის თავდაცვის სფეროს საწარმოთა 70%-ის წინააღმდეგ.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეკონომიკის სფეროში წამყვანი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგაც. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ექსპორტის აკრძალვა დაარტყამს რუსეთის ნავთობის სექტორს, რადგან ის ვეღარ შეძლებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების და ტექნიკის მიყიდვა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

09:12

დმიტრო კულება – “შეაჩერეთ პუტინი”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტი:

“რუსული რაკეტები საშინლად უტევენ კიევს. ბოლოს ასეთი რამ 1941 წელს ნაცისტური თავდასხმის დროს მოხდა. უკრაინამ მაშინ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. განდევნეთ რუსეთი ყველაფრიდან“.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

08:17

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს 

25 თებერვალს 101 წელი შესრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან.

საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებზე. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

08:00

კიევში ბალისტიკური რაკეტებს ისვრიან – რუსული ჯარი დედაქალაქს უტევს

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

ვრცელდება ცნობები, რომ დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსული ტექნიკა კიევისკენ ქალაქ სუმისდან გაემართა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

 00:40

კანადის პრემიერ-მინისტრი რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე გმობს და ახალ სანქციებს აწესებს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ ტრუდომ ბრიფინგზე ისაუბრა.

”კანადა ცალსახად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინის სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე”, – აღნიშნა მან.

ტრუდოს თქმით, „პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიისა და ადამიანების სიცოცხლის თავხედური უგულებელყოფა უზარმაზარ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და მშვიდობას მთელ მსოფლიოში“.

ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აწესებს “მკაცრ სანქციებს”, რომლებიც მოიცავს 58 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებს და მათი ოჯახის წევრებს.

„ჩვენ ასევე სანქციებს დავუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და იუსტიციის მინისტრს“, – თქვა ტრუდომ.

გარდა ამისა, ტრუდოს თქმით, კანადა ყველა საექსპორტო ნებართვას უჩერებს რუსეთს და აუქმებს არსებულს.

“ეს სანქციები ფართომასშტაბიანია. ისინი სერიოზულ ხარჯებს დააკისრებენ თანამონაწილე რუსულ ელიტას და შეზღუდავენ პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას გააგრძელოს ამ გაუმართლებელი შეჭრის დაფინანსება“, -აღნიშნა თავის მიმართვაში ტრუდომ .

მან ასევე პუტინის ქმედებებს უწოდა, „ყველაზე დიდი საფრთხე ევროპის სტაბილურობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და განაცხად, რომ ის კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ ძლიერ მოქმედებას და ვაგრძელებთ მისი და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას“, – დასძინა ტრუდომ.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

00:15

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 57 და დაიჭრა 169 ადამიანი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და 169 დაიჭრა.

„ოპერატიული მონაცემებით, რუსული თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 169 დაიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინას სახელმწიფო საზღვარზე, რუსეთთან და ბელორუსთან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარები დაესხნენ თავს. რუსულმა ჯავშანმანქანებმა დაარღვიეს უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკის და ხარკოვის რაიონებში. გარდა ამისა, თავდასხმები ხდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

23:10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს საგანგებო სიტყვით მიმართავს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რასაც ის საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევას უწოდებს.

ბაიდენი აცხადებს სანქციათა ახალი რაუნდს, მათ შორის აქტივების გაყინვას რუსეთის ბანკებისთვის, რომლებიც 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობენ, და ეს სანქციები ეხება რუსეთის VTB ბანკსაც. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს შეუზღუდავს ბიზნესის წარმოების საშუალებას დოლარებსა და [იაპონურ] იენებში.

ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედროები უკრაინაში არ იომებენ, თუმცა დასძენს, რომ აშშ და ნატოელი მოკავშირეები უერთგულებენ ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება.

“შეტევა დიდწილად ისე განვითარდა, როგორც ნავარაუდევი იყო”, – ამბობს ბაიდენი და დასძენს, რომ პუტინმა დიპლომატიის გზა უარყო და რუსეთის არმიამ პროვოცირების გარეშე დაიწყო შეტევა უკრაინაზე.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

22:10

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.

„მძიმე ბრძოლის შედეგად, ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაკარგულია. ყოფილი ატომური სადგურის მდგომარეობისა და ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის მდგომარეობა უცნობია“ , – განაცხადა პოდოლიაკმა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

21:20

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის ათობით მონაწილე დააკავეს

AFP-ის ჟურნალისტების ცნობით, ათობით ადამიანი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებდნენ, შეკრების წესის დარღვევისთვის დააკავეს.

ათობით მომიტინგე დააკავეს რუსეთის დედაქალაქში, პუშკინის მოედანთან, ხოლო ოცამდე – სანკტ-პეტერბურგში.

მანამდე, მოსკოვის პროკურატურამ მოქალაქეები გააფრთხილა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის „ნეგატიური შედეგების“ შესახებ.

21:13

დიდი შვიდეული – ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა

„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

20:07

კიევში კომენდანტის საათი წესდება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წესდება კომენდანტის საათი, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ ამჟამინდელი საომარი აგრესიისა და მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ჩვენი დედაქალაქის მკვიდრთა უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა კიევის მერმა.

19:44

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

19:34

უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები “რესპუბლიკის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მსვლელობას აწყობენ.

სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უერთდებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად უნდა გაიმართოს.

თბილისი, საქართველო

18:52 

კარლ ჰარცელი – ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მდგომარეობა

,,ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, აქტიური ზომები ამ პროცესის წინა ნაწილის საპასუხოდ. დღეს საღამოს, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის განცხადებით უკრაინის სიტუაცია საქართველოს ყველაზე კარგად ესმის.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

17:23

რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი რაგბიში გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

16:02

NATO – ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ვგზავნით დამატებით თავდაცვით ძალებს 

“ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათი ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული წყლების ჩათვლით”.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

15:26

საქართელოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

“დღეს როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა. საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

14:47

ბორის ჯონსონი: მოვითხოვ ნატოს ყველა ქვეყნების ლიდერის სასწრაფო შეხვედრას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერის გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნატოს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მოითხოვა.

“ეს არის კატასტროფა მთელი კონტინენტისთვის. შედგება საუბარი ჩემსა და დიდი შვიდეულის ლიდერებს შორის. მოვითხოვ ნატოს ყველა ქვეყნების ლიდერის სასწრაფო შეხვედრას, რაც შეიძლება მალე”, – წერს ტვიტერზე ბორის ჯონსონი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 24 თებერვალს დილით განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

14:36

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას “ბარბაროსულს” უწოდებს

ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ „ბარბაროსული თავდასხმის“ საპასუხოდ უმკაცრესი სანქციები იქნება.

„ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც მის გასამართლებლად გამოიყენება. ეს სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მძიმე ზიანი მიადგეს კრემლის ინტერესებსა და ომის დაფინანსებას. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს არ მივცემთ უფლებას, შეცვალოს კანონის უზენაესობა. გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

13:39

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

12:55

საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოში აცხადებენ, უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში, დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

„უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17; (093) 544 01 47. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

[otw_shortcode_divider margin_top_bottom=”30″ text_position=”otw-text-left”][/otw_shortcode_divider]

12:26

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend