მთავარი ევროპა უკრაინა „დღეს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ ეს ომია“ - ბავშვი მარიუპოლიდან

„დღეს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ ეს ომია“ – ბავშვი მარიუპოლიდან

„დღეს აფეთქების ხმამ გამაღვიძა, მე მივხვდი, რომ ეს ომია“, – ტირის პატარა ვლადა, რომელიც ოჯახთან ერთად თავშესაფარშია.

ცეცხლმოკიდებული სახლები, დაზიანებული შენობები, ავტომობილები და ჩამსხვრეული ფანჯრები – ეს ყველაფერი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მარიუპოლში ხდება, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საპორტო ქალაქში.

„უკრაინაში მინდა მშვიდად და წყნარად ცხოვრება. დღეს ვუყურე პუტინის გამოსვლას ინტერნეტით. ისე ლამაზად უყვება ტავის მოქალაქეებს, რომ უკრაინაზე თავდასხმა აუცილებელია, უნდა დავესხათ თავს უკრაინას, თორემ უკრაინა დაესხმება თავს რუსეთსო.  სიგიჟეა, ჩვენ მათთვის აგრესორები ვართ, აგრესორები„ – ამბობს მარიუპოლში მცხოვრები ვიტალი.

მშობლები ამბობენ რომ არ იციან როგორ აუხსნან შვილებს რა ხდება, რატომ გაისმა ხუთშაბათს დილით აფეთქებების ხმამ.

„საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, შვილებზე ვნერვიულობ. იღვიძებენ და ტირიან, მეკითხებიან, რა ხდება დედა? რა ვუთხრა? ომია?„ – წუხს ქრისტინა კირიენკო.

ოჯახები სახლებს ტოვებენ და თავშესაფრებში გადადიან.

„არ მინდა სიკვდილი, მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ყველაფერი“ – ამბობს პატარა ვლადა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend