მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა 360 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინა 360 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

შესაძლოა, ევროპა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისის მოწმე გახდეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გასტანს … ეს იყო ევროკომისიის გაფრთხილება მაშინ, როცა უკრაინას ათასობით ადამიანი ტოვებს.

360 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქვეყანა, მათგან 200 000-მა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.

ევროკავშირი ბევრად მეტი უკრაინელი დევნილის მისაღებად ემზადება.

„რაც შეეხება მთლიან ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ამჟამად, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა სავარაუდო რაოდენობა 7 მილიონ ადამიანზე მეტია, ხოლო, უარეს შემთხვევაში, თუ ეს აგრესიული ომი გაგრძელდება, მათ დასჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება”, – ამბობს ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში

ევროკომისიამ  ურჩია წევრ ქვეყნებს, გააუქმონ ბიუროკრატიული მიდგომები უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ომიდან უსაფრთხოდ გამოქცევა შეძლეს. ბლოკის 27-ვე ქვეყანამ გადაწყვიტა უკრაინელი ლტოლვილების მიღება თავშესაფრის მოთხოვნის  განცხადების გარეშე. გადაწყვეტილება შს მინისტრების შეხვედრის შემდეგ ერთხმად მიიღეს.

ღია კარის სტილის პოლიტიკა სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ევროკავშირი ასევე აპირებს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ. პოლონეთთან ერთად უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი ხსნიან თავიანთ საზღვრებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაბომბვას გაურბიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend