მთავარიევროპაუკრაინაკიევის ცენტრში მშვიდობის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანი გამოვიდა

კიევის ცენტრში მშვიდობის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანი გამოვიდა

უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო შენაერთები უკრაინის ტერიორტიაზე თითქმის ყველა მხრიდან შეიჭრნენ.

დაძაბული ვითარებაა უკრაინის დედაქალაქშიც, სადაც მთავარ  მოედანზე რამდენიმე ადამინი გავიდა და მათ მსოფლიოს ლიდერებს პუტინის შეჩერებისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მხარს უჭერენ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებსაც.

უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმიდან რამდენიმე საათი ისეთი განწყობა იყო, თითქოს, კიევის ცენტრი გაიყინა.

ხალხით სავსე კიევის ცენტრი უჩვეულოდ ცარიელი იყო და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა მაიდანზე, რათა მსოფლიოსთვის თავიანთი გზავნილი გადაეცათ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძალზე დაძაბული ვითარებაა, თუმცა მოსახლეობა პანიკას არ უნდა აჰყვეს. ხალხი ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ახსენებს, რომ მთელი მოსახლეობა მათ ზურგს უმაგრებს. საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეები მზად არიან ქვეყანა იარაღით ხელში დაიცვან. ადგილობრივები მსოფლიოს ლიდერებს პუტინის შეჩერებას სთხოვენ.

ბევრს სჯერა, რომ  ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend