მთავარიევროპაუნგრეთიუკრაინელი დევნილები უნგრეთში ჩავიდნენ

უკრაინელი დევნილები უნგრეთში ჩავიდნენ

ფართომასშტაბური საომარი მოქმედებების ფონზე დღითიდღე იზრდება უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა. ათასობით უკრაინის მოქალაქე, რომლებსაც იძულებით მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება, უნგრეთში ჩავიდა.

უნგრეთში ჩასულ დევნილებს შორის ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

„ჩემი შვილი არ შემოუშვეს. ისე მტკივა გული, მაცახცახებს, ვერ ვმშვიდდები, ის არ შემოუშვეს. მე მას ვუთხარი, შვილო, წამოდი, წამოდი და სცადე გადმოსვლა, სცადე, დაჯექი მატარებელში და ჩამოდი, გთხოვ. მან კი მითხრა, დედა, როგორ შემეძლო წამოსვლა, როგორ შემეძლო?“ – ყვება 68 წლის ვილმა შუგარი

უნგრეთმა დევნილების დასაცავად საკუთარი ჯარის მობილიზება მოახდინა. ქვეყანამ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად ყველა დევნილის უსაფრძთხოებას დაიცავს.

„ადამიანები შეშინებულები არიან, მათ შეძლეს საზღვრის გადმოკვეთა, მათ აქ ნათესავები ჰყავთ, მათ სურთ პრობლემებს თავი აარიდონ. მათ გაუმართლათ, რადგან გუშინ 19 საათიდან უკრაინის სახელმწიფომ 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა“

ადამიანები საზღვართან ფეხით, მანქანებით და მატარებლით მიდიან.

„კაცებს არ უშვებენ. მათ უთხრეს რომ მათი ვალდებულებაა ქვეყანა დაიცვან. ნებადართულია მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობით ჩამოსვლა, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ მათაც აღარ გამოუშვებენ. არ ვიცით რა მოხდება“ – ამბობს 50 წლის ერჟებეტ კოვაჩი

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით 100 ათასზე მეტმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. უწყება ვარაუდობს, რომ თუ მდგომარეობა დამძიმდება, ეს რიცხვი, შესაძლოა, 4 მილიონამდე გაიზარდოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend