მთავარიევროპარუსეთირუსეთში ომის მოწინააღმდეგე ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

რუსეთში ომის მოწინააღმდეგე ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

მოსკოვში უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის შემდეგ 962-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ბოლო მონაცემებით რუსეთის მასშტაბით 51 ქალაქში პოლიციამ ომის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 1767 ადამიანი დააკავა.

სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლიცია სიმკაცრით გამოირჩეოდა. დაკავებულია 433 ადამიანი.

აქციის ზოგიერთი მონაწილის ოჯახის წევრი უკრაინაში ცხოვრობს.

„არ მინდა, რუსეთმა უკრაინას შეუტიოს, მე იქ ბებია და ბაბუა მყავს”,- ამბობს ერთ-ერთი აქციის დემონსტრანტი

„რაც დღეს მოხდა, სირცხვილია, ბევრ ჩვენგანს უკრაინელი ნათესავები და მეგობრები ჰყავს და ეს მათი ღალატია”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ათეულობით ადამიანი შეიკრიბა ეკატერინბურგის ცენტრალურ მოედანზეც. პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend