უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ, 2 მარტს არის დაგეგმილი, მანამდე კი მოსკოვი უფრო დიდი ძალით უტევს კიევს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდზე უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნა მოსკოვის მხრიდან მეორე რაუნდამდე ცეცხლის შეწყვეტა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, “ჯეოქეისის” მკვლევარი, ვახტანგ კაპანაძე საუბრობს “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში