მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: "ეს ომი თავისუფლებისთვის კი არა, ჩვენი გადარჩენისთვისაა"

ომი უკრაინაში: “ეს ომი თავისუფლებისთვის კი არა, ჩვენი გადარჩენისთვისაა”

ბევრი უკრაინელისთვის ომი ჯერ კიდევ 8 წლის წინ ყირიმის ანექსიით დაიწყო, რის შედეგად 14 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა რუსეთის მსხვილმასშატბიანი შეჭრის შემდეგ ეს რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

უკრაინელებისთვის უმძიმესი დღეებია.

ერთ-ერთ უკრაინულ ოჯახს თითქმის ერთი თვე დასჭირდა, რომ მათთვის იური შაბადაშის ცხედარი გადაეცათ. იური შაბადაში 59 წლის ასაკში ქალაქ ირპინთან ბრძოლაში დაიღუპა.

მის შვილს, არტემს, ახლა შურისძიება სურს და ამბობს, რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენია.

“ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, თუმცა აუცილებლად დავასრულებთ. რუსებს არ შეუძლიათ ბრძოლა ახლო მანძილზე. დაიმახსოვრეთ, ისინი მშიშრები არიან. გესმით ? ახლა სიგნალის ხმა ისმის. ესე იგი ისევ დაიწყეს ჩვენი დაბომბვა”, – ჰყვება დაღუპული ჯარისკაცის შვილი არტემ შაბადაში.

კიევის მუნიციპალური სასაფლაოზე ომში დაღუპულები განისვენებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ომი არა გასულ თვეს, არამედ 8 წლის წინ დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთში მეამბოხეების მხარდაჭერა დაიწყო, მას შემდეგ 14000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა ყველამ იცის, რა მოხდა 24 თებერვალს.

“ეს ომი თავისუფლებისთვის კი არა, ჩვენი გადარჩენისთვისაა. თუ ამ ომს წავაგებთ, ალბათ, რუსები დაგვხოცავენ, რადგან ისინი არ აღიარებენ უკრაინის დამოუკიდებლობას”, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი.

სასულიერო პირები მორწმუნეებს წინააღმდეგობის გაწევისა და ბრძოლაში ჩართვის ნებას აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ აქაური მორწმუნეებისთვის ეს ომი ერთგვარი გამოცდაა.

“ვგრძნობ, რომ რწმენის ნაკლებობაა. ჩვენ რომ ბოლომდე გვჯეროდეს, ისე, როგორც საჭიროა, რუსეთს დავამარცხებდით, ჩამოვშლიდით, გავანადგურებდით კრემლს. მაგრამ ახლა მხოლოდ წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენს ტერიტორიაზე, რადგან რწმენა გვაკლია. ამ მხრივ სუსტები ვართ“, – ამბობს როსტისლავ ფედორკო “ძმობის ბატალიონის” წევრი.

დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, კიევი კვლავ “რუსეთის უპირველესი სამხედრო სამიზნეა“. ბევრი ამბობს, რომ მოსკოვი უახლოეს კვირებში შეეცდება ქალაქის ალყაში მოქცევას, ამისთვის კი კიდევ უფრო სასიკვდილო ტაქტიკას აირჩევს.

დიპლომატიური მოლაპარაკებების მიზანი ომის დასრულება იყო, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს, მხოლოდ მცირეოდენი წინსვლაა. სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა კვლავ იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend