ჩვენ შესახებ

ევრონიუს ჯორჯია“ ევროპული “ევრონიუსის” პარტნიორია.

ეს გახლავთ ქართულენოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი საინფორმაციო სატელევიზიო არხი და ციფრული პლატფორმა.

„ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება და ეს „ევრონიუს ჯორჯიაზეც“ ვრცელდება.

„ევრონიუსი“, მისი ჟურნალისტების შექმნილ სიუჟეტებს უზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული ამბებიც ემატება. მეორე მხრივ, „ევრონიუსის“ ეთერში მუდმივად გადის საქართველოში მომზადებული სიჟეტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას ასახავს.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

„ევრონიუსის“ მიზანია, განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას. „ევრონიუს ჯორჯიაც“ სწორედ ამავე ღირებულებებს ეფუძნება – სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

შპს “სილქ მედიასა” და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია “ევრონიუსს” შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წლის 25 ივლისს გაფორმდა.

სამაუწყებლო კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და აქვს როგორც საკაბელო ასევე ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელში მაუწყებლობის უფლება.