ჰაკერების დაჯგუფება „ანონიმუსმა“ მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი პირდაპირ მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პარალელურად კი ეს დაჯგუფება აანონსებს, რომ რუსეთის საერთაშორისო აგენტების სიის გავრცელებას აპირებს.
“ანონიმუსის” წევრები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს უპრეცედენტო კიბერთავდასხმა ელის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ ციფრული ომი გამოუცხადეს რუსეთის აგრესიულ რეჟიმს.
ჰაკერთა დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრამ კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში საქართველოსა და ყირიმის ოკუპაცია. ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების რუსეთისთვის შეერთება სურს. “ეს არ არის ის ომი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძლიერად მიგაჩნიათ თავი.”- მიმართავენ “ანონიმუსის” წევრები რუსეთის პრეზიდენტს.