მთავარიმსოფლიომონტროს კონვენცია და ომი უკრაინაში

მონტროს კონვენცია და ომი უკრაინაში

თურქეთი 1936 წელს მიღებული მონტროს კონვენციის საფუძველზე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით შავ ზღვაში ხომალდების შესვლას ზღუდავს.

სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავეშოღლუმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში საომარმა მოქმედებებმა განაპირობა.

მონტროს კონვენციაზე დაყრდნობით, თუ თურქეთი ომში არ მონაწილეობს, ომში არამონაწილე სახელმწიფოების ხომალდებს სრუტეებით სარგებლობის უფლება აქვთ.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის სახელმწიფოებმა ეს შესაძლებლობა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ, კიევი ანკარას რუსული ხომალდებისათვის სრუტეების სრულად ჩაკეტვას სთხოვს, მაგრამ თურქულ მხარეს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

”არსებული ვითარება სამხედრო სფეროს წარმომადგენლებთან საუბრისას შევაფასეთ და ფაქტია, რომ ეს აღარ არის შეზღუდული მასშტაბის კონფლიქტი კიევსა და მოსკოვს შორის, არამედ სრულმასშტაბიანი ომი. მიღებულია გადაწყვეტილება მონტროს კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღების თაობაზე, ომში მონაწილე სახელმწიფოებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით შავ ზღვაში ეკრძალებათ, მხოლოდ მშობლიურ პორტში მიმავალ გემებს გავატარებთ სრუტეებში”,- აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ერის დახმარებას და, რომ ეს უსამართლო ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend