ქართველ ახალგაზრდას 16 საათი დასჭირდა, რომ კიევიდან რუმინეთის საზღვრამდე მიეღწია.
იქ კი კიევიდან დევნილებს რუმინელები ტრაფარეტებით ხვდებიან:
“უფასო ბინა და საკვები კონსტანცაში, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგჭირდებათ!”.
ჩვენმა კოლეგებმა, “ევრონიუს რომანიას” ჟურნალისტებმა ქართველი ახალგაზრდა რუმინეთის საზღვართან ჩაწერეს.