მთავარიმსოფლიოადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს ყირიმის ნახევრკუნძულის დატოვებისკენ მოუწოდებს

ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს ყირიმის ნახევრკუნძულის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულზე აეროპორტების მუშაობა შეჩერებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს ნახევარკუნძულის დატოვებისკენ მოუწოდებს, გადაადგილების ერთადერთი საშულება მატარებელია. ყირიმს როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტოვებს.

რუსეთის საბრძოლო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყირიმის ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს ყველა ტურისტს, რომ ნახევარკუნძული დატოვონ. ადგილობრივი აეროპორტების დაკეტვის შემდეგ ასობით ტურისტისთვის ყირიმის დასატოვებლად გაადგილების ერთადაერთი საშუალება მატარებელია.

სევასტოპოლის მკვიდრ სერგეის სოჭში ჰქონდა გაგმგზავრება დაგეგმილი, მას მოუწია, რომ თვითმფრინავის ბილეთი მატარებლის ბილეთზე გადაეცვალა.

ერთ-ერთი ადგილობრივი – ანტონი – აცხადებს, რომ კრასნოდარში მიემგზაბვრება კომპიუტერის შესაძენად, რადგან ელის, რომ დოლარის კურსი გაიზრდება, ფული გაუფასურდება და შესაბამისად, გაძვირდება გარკვეული სახის ტექნიკაც.

ყირიმი რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend