მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში - კიევი მტკიცედ დგას

ომი უკრაინაში – კიევი მტკიცედ დგას

უკრაინელებმა კიდევ ერთი ღამე გაატარეს საჰაერო თავდასხმის მოლოდინში მიწისქვეშა თავშესაფრებში, სარდაფებსა თუ მეტროსადგურებში. დედაქალაქ კიევში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

24 საათის განმავლობაში რუსული შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე ქალაქი დაიბომბა, მაგრამ კიევი მტკიცედ დგას. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული შემაკავებელი მექანიზმი „საგანგებო მზადყოფნაში“ გადაიყვანა ნატოს „აგრესიის“ საპასუხოდ.

ევროკავშირმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და დათანხმდა უკრაინას იარაღის გაგზავნაზე. ის ასევე ხურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის და კრძალავს რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებებს.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს  352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია შეიარაღებულ ძალებში დაღუპულების შესახებ. ამავდროულად, რუსეთმა პირველად აღიარა, რომ უკრაინაში მის ჯარში არიან დაღუპული და დაშავებულები.

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ჩატარებას. შეხვედრა 193-ვე წევრს მისცემს შესაძლებლობას გამოთქვან თავიანთი შეხედულებები რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. შეხვედრა რუსეთის მსოფლიოსგან იზოლირების მასშტაბებს უსვამს ხაზს. .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend