უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ზელენსკი საუბრობს, რომ ქვეუანაში საომარი მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი გამოცდილი ჯარისკაცები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
„მეხუთე დღეა, რაც რუსეთის ფართომასშტაბიანი ომია. ჩვენ მედგრად ვდგავართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვცადეთ ის,რაც სხვა ერებს ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ამ ომში 4500 რუსი დამპყრობელი დაიღუპა. დაყარეთ იარაღი და დატოვეთ ჩვენი ტერიტორია. არ ენდოთ თქვენს გენერლებს, არ ენდოთ თქვენი ქვეყნის პროპაგანდას, უბრალოდ გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე. წადით!“