მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთმა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა წარადგინა

საფრანგეთმა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც 18-19 წლის ახალგაზრდა მოხალისეებს ეხებათ. უკვე 2026 წლის მეორე ნახევრიდან მსურველები შეძლებენ შეუერთდნენ ნებაყოფლობით და ანაზღაურებად სამხედრო სამსახურს, სადაც 10 თვიან წვრთნას გაივლიან – მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე.

გეგმის თანახმად, სამხედრო სამსახურში 2026 წელს 3 ათასი ადამიანი ჩაერთვება. 2030 წლისთვის ეს რიცხვი 10 ათასამდე გაიზრდება, პარიზის პროგნოზით უკვე 2035 წლისთის კი მოხალისეთა რიცხვი 50 000 იქნება. ეს ყველაფერი საფრანგეთში ორი მილიარდი ევრო დაუჯდება. ქვეყნის პრეზიდენტის განმარტებით ახალი მიდგომა დაეხმარება ქვეყანას უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ახლა მსოფლიოში დგას. ნომერ პირველი გამოწვევად კი ელისეს სასახლეში რუსეთი მიაჩნიათ.

პრეზიდენტის განცხადებით, სამსახურის გავლის შემდეგ რეკრუტირებულებს შეეძლებათ, გააგრძელონ სამოქალაქო ცხოვრება, გახდნენ რეზერვისტები ან გააგრძელონ სამსახური შეიარაღებულ ძალებში. ის გამორიცხავს სავალდებულო გაწვევების დაბრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს გაუქმდნა. ცნობისათვის, ამგვარი პრინციპი მოქმედებს ნორვეგიაშიც,რომლის მოდელსაც პარისიზ დაეყრდნო.

„ახალი ეროვნული სამსახური მომავალი წლის ზაფხულიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. მას სამი საკვანძო მიზანი აქვს: გავაძლიეროთ კავშირი ჩვენს ერსა და ჯარს შორის, გავზარდოთ ჩვენი ეროვნული მედეგობა და მოვახდინოთ ჩვენი ახალგაზრდების კონსოლიდირება მათი გაწვრთნით. ვერ დავბრუნდებით სამხედრო სამსახურში გაწვევების დროში,მაგრამ მობილიზაცია გვჭირდება. ერის მობილიზაცია, რათა თავდაცვა შევძლოთ. არა რომელიმე კონკრეტული მტრის წინააღმდეგ, არამედ იმისათვის, რომ ვიყოთ მზად და გვცემდნენ პატივს.

ეროვნული სამსახური განკუთვნილი იქნება ხალგაზრდებისთვის, ფრანგი ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც გამოთქვამენ ნებას შეუერთდნენ მას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული სამსახური მხოლოდ მოხალისეებს შეეხება და ის 18-19 წლის ახალგაზრდებზე ფკუსირდება. დიდი კრიზისის შემთხვევაში, პარლამენტმა შეიძლება გაუწიოს ავტორიზება მათ გაწვევას, ვისი უნარებიც მობილიზაციის განმავლობაში იქნება იდენტიფიცირებული — და მაშინ ეროვნული სამსახური სავალდებულო გახდება. მაგრამ ამ გამონაკლისის გარდა, ეროვნული სამსახური განკუთვნილია მოხალისეებისთის, რომლებიც შეირჩევიან ჩვენი შეიარაღებული ძალების საჭიროებების მიხედვით”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend