გასულ უქმეებზე საფრანგეთის მასშტაბით კვლავ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გაიმართა. ეს უკვე მეხუთე უქმეებია, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება.
ქუჩაში გამოვიდნენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები, სტუდენტები და განათლების სფეროს პროფკავშირები. ისინი სხვადასხვა პრობლემას აპროტესტებენ: ცხოვრების გაძვირებას, განათლების სისტემის უკეთ დაფინანსების საჭიროებას, და ასევე ბავშვებისა და მოზარდების უფრო საიმედო დაცვას.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ გაკვეთილებზე მასწავლებლები გვყავდეს. ვითხოვთ, სასადილოში სადილობისას ჭერი თავზე არ ჩამოგვემხოს. ვითხოვთ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირობები ყოველწლიურად უარესდება, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა გვქონდეს“. - აცხადებს მოსწავლეთა პროფკავშირის (USL) გენერალური მდივანი, მარიუს მესნილი.
ბევრი მოქალაქე ასევე შეშფოთებას გამოხატავს პოლიციის შესახებ ახალ კანონპროექთან დაკავშირებითაც.
„კანონპროექტი, რომელსაც მომავალ კვირას კენჭს უყრიან და რომელსაც „მკვლელობის ნებართვას“ უწოდებენ, ფაქტობრივად, გულისხმობს შემდეგს: თუ პოლიციელი ცეცხლს გახსნის, ჩაითვლება, რომ მან კანონის ფარგლებში იმოქმედა. ეს დაუსჯელობის კიდევ ერთი ფორმაა მათთვის, ვინც გვცემს, გაზით გვწამლავს და გვაინვალიდებს“. - ამბობს სტუდენტთა კავშირის წარმომადგენელი, საბრინ ხარბახი.
როგორც ცნპობილია უკვე თვეზე მეტია, რაც ქვეყნის მასშტაბით სკოლების ბლოკირება და სკოლებში პირბების გაუმჯებესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.
