კატეგორიები

ირანმა განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებმა ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი მოინახულეს

ირანმა განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებმა ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი მოინახულეს
ორშაბათს  ირანმა განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებმა ცოტა ხნის წინ ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი,  მათ შორის თეირანის კვლევითი რეაქტორი მოინახულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შეთანხმების ერთგული რჩება.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ბაღაეის არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები მოინახულეს ინსპექტორებმა.

გაეროს ბირთვული მარეგულირებელი ორგანო მოუწოდებს ირანს, დაუშვან ინსპექტორები ირანის ყველა ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის იმ ობიექტებზე, რომლებზეც ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა მიიტანეს იერიში.

„ჩვენ ვართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერნი, შესაბამისად, ვიცავთ უსაფრთხოების შეთანხმებას, და ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. გასულ კვირას, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორებმა მოინახულეს რამდენიმე ბირთვული ობიექტი, მათ შორის თეირანის კვლევითი რეაქტორი. სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის აგრესიის გამო განსაკუთრებულ სიტუაციაში ვართ. სააგენტოს ეს უნდა ესმოდეს. ვითარება ნორმალური არ არის. ამერიკელები ამბობენ, რომ სურთ შეთანხმება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს იმედგაცრუებაა. მათი ქმედებებით გამოჩნდა, რომ  სერიოზულად არ ეკიდებიან საქმეს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაეიმ.

Related news
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები