კატეგორიები

„იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს" – ევროპის პოზიცია და გეგმები მოლაპარაკებებზე

„იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს" – ევროპის პოზიცია და გეგმები მოლაპარაკებებზე
უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით 1945 წლის იალტის კონფერენციის გამეორებისა და ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის ნებისმიერ მცდელობას ევროპელი ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ.

ევროპის პოზიცია საჯაროდ ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მასპინძლობით გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გაჟღერდა.

კიევის მოკავშირეები ჩინეთის ქალაქ შენჭენში დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სამმხრივი სამიტიდან რამდენიმე საათში შეიკრიბნენ.

ისტორიულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიამ „იალტა 2“ უწოდა, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა
უკრაინის საკითხი განიხილეს, თუმცა მათ ერთობლივ განცხადებაში, სახელწოდებით „დეკლარაცია მშვიდობისკენ“, უკრაინა ნახსენები არ ყოფილა.

„იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს. იალტაში ევროპა დაყვეს და გადაანაწილეს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავსი რამ კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მის გვერდით მდგომმა საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპის, პუტინისა და სის მიერ გამოქვეყნებული ოთხპუნქტიანი განცხადება 1945 წლის კონფერენციის შედეგებს არ იმეორებს.

„არ ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო წესრიგის ხელახალ მოწყობას ნიშნავს“, – თქვა მან და განმარტა, რომ თუკი ევროპისა და მისი უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გამოიყოს, ეს არა შენჭენში, არამედ ბერლინში გამართული შეხვედრაა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთ მაგიდასთან უნდა ისხდნენ.

„ამ ვითარებაში – ვინაიდან ჩვენ სანდო პარტნიორები ვიქნებით სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ, უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების იმ გარანტიების უზრუნველყოფის კუთხით, რომლებზეც ახლახან ვისაუბრე – ცხადია, მზად ვართ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩავერთოთ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ – რუსეთს ჯერჯერობით მშვიდობისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს. მიუხედავად ამისა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე საუბრისთვის სწორი ფორმატი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპის წარმომადგენლების ერთად შეკრებაა. შესაბამისად, მოლაპარაკებები სწორედ ამ ფორმატში, უკვე განხილული დეტალების გათვალისწინებით წარიმართება. ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ ზელენსკის პასუხისმგებლობაა, რადგან მხოლოდ მას აქვს ამის ლეგიტიმაცია. უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხებიც, რომლებიც ევროპელების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საქმე ევროპის უსაფრთხოებას ეხება და ჩვენ „მსურველთა კოალიციაში“ ვართ ჩართული. უნდა განვიცილოთ გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაშიც უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები ერთობლივად უნდა მონაწილეობდნენ“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმაც განაცხადა, რომ „უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ იქნება, ხოლო ევროპის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილება – ევროპის წარმომადგენლების გარეშე“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბერლინის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთმა ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების ჩამოგდება ვერ შეძლო.

„ზაფხულის შუა პერიოდიდან პუტინი თანმიმდევრულად აძლიერებს თავდასხმებს განსაკუთრებით საშიში იარაღის – ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედების“ გამოყენებით. ჩვენ  სპეციალური ერთობლივი ზომების მიღება გვჭირდება, რათა რეალური თავდაცვა გვქონდეს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. მთელი ამ წლის განმავლობაში რუსები დეესკალაციის შესახებ ყველა წინადადებას უარყოფდნენ. ეს საკითხი მათთან სხვადასხვა პარტნიორმა დააყენა, თუმცა პუტინი ყველაფერზე უარს ამბობს.

დღეს, მოგვიანებით, ამერიკელ წარმომადგენლებთან ცალკე განვიხილავთ, როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა და როგორი იქნება მისი დღის წესრიგი. ეს უკვე ოთხმხრივი შეხვედრა უნდა იყოს, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი მიიღებენ. ჩვენ ამის დიდი იმედი გვქონდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოთხივე ლიდერი შეთანხმდა, რომ დადგა დრო, ევროპა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ასეთი მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

ევროპამ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის უკვე დანიშნა შვიდი წარმომადგენლისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ნატოს წარმომადგენლები შედიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, რომლებიც ბერლინში შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ, რუსეთს მოუწოდეს, მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ყოფნა აუცილებელი იქნება ამ ომის სამართლიანად დასრულებისა და გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა კუშნერმა დასკვნით პრესკონფერენციაზე.

„რუსები კი მზად არიან, ამ საკითხში ჩვენს შეფასებას ენდონ“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომლის მიღწევაც შევძელით. ვფიქრობ, მოვახერხეთ, რომ რუსებისთვის მისაღები გამხდარიყო პრინციპი, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია ნატოს მე-5 მუხლს დაეფუძნება. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შეესაბამება იმასაც, რასაც თავად რუსები აცხადებენ, კერძოდ, რომ მათი განზრახვაა, ამ ომის დასრულების შემდეგ მომავალში ახალი ომი აღარ დაიწყოს. ვიცი, რომ რუსეთში ამ განზრახვის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლება”, – თქვა ჯარედ კუშნერმა.

მოსკოვს მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

დაკავშირებული ამბები
„იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს" – ევროპის პოზიცია და გეგმები მოლაპარაკებებზე დანიელმა კანონმდებლებმა აშშ-გრენლანდიის უსაფრთხოების პაქტის რატიფიცირება მოახდინეს