ლიეტუვამ, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ბელარუსთან საზღვარი 29 ოქტომბერს დაკეტა, რადგან ბელარუსიდან წამოსულმა არაერთმა მეტეოროლოგიურმა საჰაერო ბურთმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა.
საზღვარი ნოემბრის ბოლომდე იქნება დაკეტილი.
ბელარუსის ხელისუფლებამ უარი განაცხადა დერეფნის გახსნაზე, რომელიც ექსკლუზიურად ლიეტუვური სატვირთო მანქანების ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. მისი მოთხოვნაა, ლიეტუვამ საზღვარი სრულად გახსნას.
„თუ ისინი საზღვარს უახლოეს დღეებში არ გახსნიან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. შესაძლებელია, მანქანების კონფისკაციაც. მათ არ შეუძლიათ გზაზე უბრალოდ დგომა. დაუშვებელია 1100 ან 1200 დიდი სატვირთო მანქანა სადღაც იყოს გაჩერებული. ხალხიც დაზარალდა და მძღოლებიც. მე გავეცი ბრძანება, რომ მძღოლები არ დაზარალდნენ. მათ არაფერი დაუშავებიათ”, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდარ ლუკაშენკამ.
