კატეგორიები

აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა

აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, არქტიკული ცივი ჰაერის მასა ქვეყნის აღმოსავლეთიდან შემოდის,  ამიტომ შესაძლოა, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში  ტემპრატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცეს.

ამინდი გაუარესდა ფლორიდაშიც,  სადაც სულ რაღაც ერთი დღის წინ  ტემპერატურა 27 გრადუსს უახლოვდებოდა.

ორშაბათს ცივი ჰაერის მასა  უფრო მეტად გავრცელდება, რაც რეგიონში ძლიერ ქარს გამოიწვევს. შესაძლოა, განგაშის წითელი დონეც გამოცხადდეს.  სინოპტიკოსების პროგნოზით, დიდი ტბებისა და აპალაჩის მთების რეგიონებში შესაძლოა 10-იდან 20 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდეს.

დაკავშირებული ამბები
„ირანთან დაკავშირებით ჩინეთთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება”- სკოტ ბესენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს
სხვა ამბები