კატეგორიები

სამდღიანი შეფერხების შემდეგ, აშშ-ის აეროპორტებში ვითარება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

სამდღიანი შეფერხების შემდეგ, აშშ-ის აეროპორტებში ვითარება ჩვეულ რიტმს უბრუნდება
16 ნოებერს, აშშ-ში საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ეს მოჰყვა სამდღიან შეფერხებას, რომელიც აშშ-ის საავიაციო უწყებების მიერ გაცემულმა აკრძალვამ, თვითმფრინავების აფრენის შეჩერებამ, გამოიწვია.

ფრენების სრული შეჩერების ბრძანება 13 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიცა. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ზომა მხოლოდ მეორედ იქნა მიღებული.

ოფიციალური პირების განცხადებით, შექმნილი ვითარება საჰაერო მოძრაობის მართვის საკომუნიკაციო კაბელების განახლების პროცესში დაშვებულმა ხარვეზმა გამოიწვია.

16 ნოემბერს, აშშ-თან დაკავშირებული 250-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 700 რეისი გადაიდო.

ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა დღესთან შედარებით, როდესაც 2300-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 10 000-ზე მეტი გადაიდო.

საჰაერო მიმოსვლის შეფერხების გარდა, ამ ინციდენტმა ქვეყნის მოძველებული ინფრასტრუქტურის საკითხიც წამოჭრა.

ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ უარყო მოწოდებები მისი გადადგომის შესახებ. მან განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიქმნა.

ამასთან დაფიმ აღჭურვილობის მოდერნიზებისთვის დამატებითი დაფინანსება მოითხოვა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი პასუხისმგებლობა თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს დააკისრა. თუმცა, დემოკრატებმა მალევე უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ტრამპის რესპუბლიკელების მმართველობის პერიოდში კონგრესს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ეს პრობლემა მოეგვარებინა.

დაკავშირებული ამბები
სამდღიანი შეფერხების შემდეგ, აშშ-ის აეროპორტებში ვითარება ჩვეულ რიტმს უბრუნდება ახალი მოწვევის კონგრესში „დემოკრატები“ აშშ-ის ომის მდივნის გადაყენებას მოითხოვენ