კატეგორიები

ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა

ჩრდილოეთ ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან მაშველები ზოგიერთ რაიონში ჯერ კიდევ აგრძელებენ სამაშველო სამუშაოების შესრულებას.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხულმიდან 22 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე ავღანეთის ბალხისა და სამანგანის პროვინციებში.

დაკავშირებული ამბები
უფლებადამცველები შეშფოთებული არიან „თალიბანთან“ ევროკავშირის კომუნიკაციით ავღანელების სამშობლოში დასაბრუნებლად ევროკავშირი იძულებულია, „თალიბანთან“ დიალოგი აწარმოოს
სხვა ამბები