კატეგორიები

პარლამენტთან გაიმართა ექიმების აქცია

პარლამენტთან გაიმართა ექიმების აქცია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის კოლეგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

გიორგი ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს დააკავეს. ის სამართალდამცველებმა იზოლატორში საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანეს.

პროკურატურამ სასამართლოს მისთვის საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახის შემსუბუქებისა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან, სიმბოლურად თეთრი ხალათებით მაინც მივიდნენ.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები