კატეგორიები

„თალიბანი” უარყოფს, რომ ინტერნეტი აკრძალა

„თალიბანი” უარყოფს, რომ ინტერნეტი აკრძალა

ოთხშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, „თალიბანის” მთავრობამ უარყო გავრცელებული ცნობები ავღანეთში ინტერნეტის აკრძალვის თაობაზე და განაცხადა, რომ „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გაცვეთილია და მათი შეცვლა ხდება”.

კომუნიკაციები ავღანეთში ორშაბათს გაითიშა, შესაბამისად, შეფერხდა საბანკო, კომერციული საქმიანობა. ქვეყანაში ვერ ხორციელდება ფრენები. მაშინ რამდენიმე მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ზომები მიიღეს „თალიბანის” ლიდერის მიერ „უზნეობასთან ბრძოლის შესახებ გამოცემული ბრძანებულების გამო”.

მას შემდეგ, რაც „თალიბანი” ხელისუფლებაში მოვიდა, „უზნეობასთან ბრძოლის საბაბით”, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი ქალების.

ვითარებას, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა, გაეროში აფასებენ როგორც „ქალთა აპართეიდს”.

Related news
პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა
სხვა ამბები