მთავარიაზიასირია58 წლის შემდეგ პირველად სირიის წარმომადგენელმა მსოფლიოს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა

58 წლის შემდეგ პირველად სირიის წარმომადგენელმა მსოფლიოს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა

1967 წლის შემდეგ პირველად, სირიის წარმომადგენელმა მსოფლიოს მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა აჰმედ ალ-შარაამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააუქმონ სირიისთვის დაწესებული სანქციები:

„სირიის ისტორია სავსეა სხვადასხვა ემოციით. მასში აღრეულია ტკივილი და იმედი. სირიის ისტორია ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე აქ ჩამოვედი დამასკოდან, ისტორიის დედაქალაქიდან და ცივილიზაციის აკვნიდან. წლების განმავლობაში ჩვენ ვიტანჯებოდით უსამართლობითა და დაუსრულებელი ჩაგვრით. თუმცა, შემდეგ ჩვენ აღვდექით და განვაცხადეთ ჩვენს ღირებულებებზე. ეს არის სირიის უნიკალური მიღწევა. ჩვენი ერის სოლიდარობამ გვაიძულა ჩვენ ამოგვეძირკვა სექტანტობა და გვებრძოლა მტერთან, რომელსაც კვლავ სურდა ჩვენი ქვეყნის დანაწევრება.

აქ და ახლა მოგიწოდებთ, გააუქმოთ სანქციები, რათა მათ აღარ ამყოფონ სირიელი ხალხი ტყვეობაში. ნება მიბოძეთ, დაგიდასტუროთ და გითხრათ, რომ არავის ვუსურვებთ იმ ტანჯვის გავლას, რომელიც სირიამ განვლო.

ჩვენ მივეკუთვნებით იმ ერების ჩამონათვალს, ვინც მეტ-ნაკლებად საფუძვლიანად იაზრებს ომისა და ნგრევის საშინელებას. ამავე მიზეზით ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ღაზის მცხოვრებთა, ბავშვებისა და ქალების გვერდით, ასევე ყველა იმ პირთან, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ძალადობა და აგრესია. გამოვდივართ ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend