58 წლის შემდეგ პირველად გაეროს გენერალურ ასამბლეას სირიის ლიდერიც ესწრება. აჰმედ ალ-შარაა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. მათ მედიასთან არ უსაუბრიათ, შესაბამისად, უცნობია დისკუსიების შინაარსი.
ამასთან ცნობილია, რომ სირიის დელეგაცია მთავარ აქცენტს ქვეყნისთვის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს დაკისრებული სანქციების მოხსნაზე გააკეთებს. ალ-შარაამ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არსებობს თუ არა ამ მხრივ პოზიტიური განწყობის საფუძველი.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სირიის ლიდერი ცდილობს, არაბულ სამყაროსა და დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, მიუხედავად იმ დამოკიდებულებისა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას წარსულში მის მიმართ ჰქონდა, „ალ-ქაიდასთან” კავშირის გამო ჰქონდა.
ცნობილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა ასადის პერიოდის სავიზო შეზღუდვები, რათა ალ-შარაასა და მის დელეგაციას გაეროს სხდომაზე დასწრება შესძლებოდათ.
„ჩვენ მთავარი ამოცანა წინ გვაქვს: ესაა სირიის ეკონომიკის განვითარება. როგორც გითხარით, სირია სავსეა მრავალი უნარის მქონე აქტიური პროფესიონალებით, მათ შორის ვაჭრობის მიმართულებით. მოხსენით სანქციები და თქვენ ნახავთ შედეგს”,-აღნიშნა ნიუ იორკში გამართულ კონფერენციაზე სირიის პრეზიდენტმა.