მთავარიაზიაავღანეთი„თალიბანის" პასუხი ბაგრამის ავიაბაზის შესახებ

„თალიბანის” პასუხი ბაგრამის ავიაბაზის შესახებ

„თალიბანის” მთავრობამ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, შტატებს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს.

„თალიბანის“ მტკიცებით, აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას, ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერეოდა მის შიდა საქმეებში. როგორც „თალიბანის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, შეერთებული შტატები ერთგული დარჩეს თავისი ვალდებულებების.

„უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰის შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ ის არ გამოიყენებს ძალას, ან არ დაემუქრება ავღანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში. ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი ერთგულები დარჩნენ თავიანთი ვალდებულებების. შესაბამისად, წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების ნაცვლად, რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარებაა საჭირო“, – განაცხადა „თალიბანის” ადმინისტრაციის პრესსპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა.

ბაგრამის ავიაბაზის საკითხი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 20 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალ ქსელში დაწერა, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებდა, მაშინ ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend