მთავარიმსოფლიოკავკასიაევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანში ჩავიდა

ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანში ჩავიდა

„საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია: შეშფოთებული ვართ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო დაშორებით“, – ასე უპასუხა ევროკომისიის პრესსპიკერმა გიუმ მეღსიმ კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ ჩამოდის ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში.

მარტა კოსი დღეს, 18 სექტემბერს, აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროკომისარი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. ხვალ კი, იგი სომხეთს ესტუმრება და პრეზიდენტ ვაჰაგან ხაჩათურიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

„უპირველეს ყოვლისა, ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ მოგახსენებთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს რეალურად უნდა განიხილებოდეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისრის ვიზიტიც ამას უკავშირდება. იგი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროცესისა და რეგიონში ვითარების სრული ნორმალიზაციის ერთგულია. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და უფრო კონკრეტულად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით: სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზიდან“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა გიუმ მეღსიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend