კატეგორიები

ბაქო და ბერლინი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აღრმავებენ

ბაქო და ბერლინი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აღრმავებენ
ბაქო და ბერლინი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას გააღრმავებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას ითქვა გერმანიაში, სადაც მას პირადად კანცლერი მასპინძლობდა.

ილჰამ ალიევმა და ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ახალი დასაწყისის მანიშნებელია. გერმანელ კანცლერს არ დაუმალავს, რომ ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია სურს და ეს ინტერესი ურყევია, ისიც აღნიშნა,რომ ამ მხივ აზერბაიჯანი ერთერთ საუკეთესო პარტნიორად ეგულება, იმ ჭარბი ენერგეტიკული რესურსით,რომელის ამ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას გააჩნია. საგულისმოა, რომ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოებამ 13.3 მილიონი ტონა შეადგინა.

**„მომდევნო წლებში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. გერმანიისთვის მნიშვნელოვანია იმპორტის, განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის იმპორტის, წყაროების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ უკვე ვისაუბრე ჩემს შესავალ სიტყვაში. აზერბაიჯანი კი რეგიონში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელსაც ენერგორესურსების სიჭარბე აქვს”-**აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

**„ნედლი ნავთობი აზერბაიჯანის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მისი მოცულობა რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს. აზერბაიჯანს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გერმანიისთვის ნავთობის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფაში. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“-**თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა,ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრები, უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია.
გერმანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე მყისიერად დაიწყო, რადგან ევროპისთის მაშინ ნათელი გახდა, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორი იყო, რომელთან კომუნიკაციაც მოგვიანებით მხოლოდ სანქციების გზით გაგრძელდა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ევოკავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსული ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და ამბიციური გეგმით 2027 წლისთვის ამ დამოკიდებულების დასრულებას გეგმავენ. თუმცა პროცესი გრძელდება, ისეთი დიდი ეკონომიკები,როორიც გერმანიაა, აქტიურად ცდილობენ ჩაანაცვლონ რუუსლი გაზი სხვა ალტერნატვებით, სწორედ ამას მიაწერენ ევროპის ლიდერების აქტიურ ვიზიტებს ნავთობით მდიდარ სპარსეთის ყურეში.

დაკავშირებული ამბები
ბაქო და ბერლინი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აღრმავებენ აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს