კატეგორიები

„მიზანმიმართული პროვოკაცია დაძაბულობის შემოსატანად” – კახა კალაძე თავის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაზე

„მიზანმიმართული პროვოკაცია დაძაბულობის შემოსატანად” – კახა კალაძე თავის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაზე

„ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა და მიზანი  დაძაბულობის ხელოვნურად შემოტანაა“, – ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ საარჩევნო შტაბთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. მან აქციის მონაწილეებს არაერთხელ უწოდა მოძალადეები და თქვა, რომ ისინი შტაბს მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს. არც მათი ჩხავილი, ხავილი არ აინტერესებს არავის. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც მოძალადეები არიან“, – თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მას აქვს იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და „თუნდაც“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მომხდარს შესაბამისად შეაფასებენ.

„იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები, და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი, დაგვდებენ პატივს და გააკეთებენ შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ წარმოუდგენელია, იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება, გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდეს მუშაობაში და შეურაცხყოფას აყენებდეს“, – განაცხადა კალაძემ.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები