მთავარისაქართველოეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას არ აპირებს

ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას არ აპირებს

ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას არ აპირებს. „საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა, რომელიც არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში გამოგზავნეს, არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და არსებითი დაკვირვების ჩასატარებლად”, – აღნიშნულია ოდირის განცხადებაში.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მოვეწვიეთ ასეთ გვიან ეტაპზე, შეუძლებელს ხდის არსებით დაკვირვებას. ODIHR ვერ შეძლებს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, საქართველოს ინსტიტუციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა გასაძლიერებლად გაგრძელდება”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ არჩევნებზე გამჭვირვალედ და სანდოდ დაკვირვება საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომას მოითხოვს ეუთოს ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

„როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს საქართველოს აქვს ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელიც მის მიერ არ კონტროლდება, ოფისი განაგრძობს მოვლენების მონიტორინგს საქართველოში იმ მიმართულებებით, რომლებიც მის მანდატშია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend