მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში „თალიბანის" ხელისუფლებაში დაბრუნების მე-4 წლისთავს აღნიშნავენ

ავღანეთში „თალიბანის” ხელისუფლებაში დაბრუნების მე-4 წლისთავს აღნიშნავენ

ავღანეთში „თალიბანის” ხელისუფლებაში დაბრუნების მე-4 წლისთავს აღნიშნავენ. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ავღანეთი ეკონომიკისა და მშვიდობის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყანა გახდება.

იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს „თალიბანის” მთავრობის ლეგიტიმურობას, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ავღანეთს 41 ქვეყანაში აქვს საკონსულოები და საელჩოები და მათი სავაჭრო პოტენციალი დღითიდღე იზრდება.


.

„თალიბანმა” ავღანეთი 2021 წლის 15 აგვისტოს დაიპყრო მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რამდენიმეწლიანი ომის შემდეგ ქვეყნიდან ჯარები გაიყვანეს.

მას შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებით დამძიმდა ქალების ყოფა. „თალიბანის” ხელისუფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ისლამური კანონის საკუთარ ინტერპრეტაციას აწესებს, მათ შორის ქალებისა და გოგონების მიმართ ფართო შეზღუდვებს. ავღანეთში გოგონებს მე-6 კლასის შემდეგ განათლების მიღება ეკრძალებათ. ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, გარდა რამდენიმე სექტორისა. ქალებს უფლება არ აქვთ, დაიკავონ მაღალი თანამდებობები და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. გარდა ამისა, ქვეყანაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend