მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში ადამიანები მაღალი ტემპერატურისა და წყლის დეფიციტის პირობებში ცხოვრობენ

ღაზის სექტორში ადამიანები მაღალი ტემპერატურისა და წყლის დეფიციტის პირობებში ცხოვრობენ

ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად რთულდება. წყლის დეფიციტის ფონზე, მათ მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება უჭირთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობის წყალი არ მოიპოვება.

ღაზაში მილები დახეთქილია და ზოგ ადგილას წყალი ქუჩაში მოედინება. დაბინძურებული წყლიდან კი უამრავი დაავადება ვრცელდება.

წყლის დეფიციტი ადამიანების ორგანიზმში გაუწყლოებას იწვევს, ხოლო შეზღუდვები საწვავზე ელექტროენრეგიის მიწოდებას უშლის ხელს.

„ძალიან მაღალი ტემპერატურაა. თუ ადრე ადამიანი ერთ ლიტრ წყალს სვამდა, ახლა შვიდიდან რვა ლიტრამდე წყალი გვჭირდება. ასეთია ჩვენი, იძულებით გადაადგილებული პირების, მდგომარეობა. თუ წყალს  დალევთ, ეს კუჭის პრობლემებს იწვევს, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ჩვენ შვილებს ამ წყლის დალევა უწევთ“მ -ამბობს ჰოსნი შაჰინი, ხან იუნისიდან იძულებით გადაადგილებული პირი

ექსპერტების თქმით, ტერიტორია „შიმშილის ყველაზე უარესი სცენარის“ წინაშე დგას.

მოსახლეობა ძალიან დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ უბრალოდ გამოყენებული ბოთლები, სათლები ან თუნდაც პატარა პოლიეთილენის პარკები შეავსონ და უკან კარვების ბანაკში წყლით დაბრუნდნენ.

გაეროს შეფასებით, ღაზის მაცხოვრებლები დღეში სამ ლიტრზე ნაკლებ წყალს ხარჯავენ.

„ძალიან რთულ პირობებეშო ვცხოვრობთ. ზაფხულში, ძალიან ცხელი ამინდია და წყალი იმ რაოდენობით არ გვაქვს, როგორც ეს სხვა სეზონებზე. წყლის შოვნა რთულია. ამას გარდა, ის სასმელად უვარგისია. იძულებული ვართ, ის ჩვენს შვილებს მივცეთ, რადგან ალტერნატივა არ გვაქვს. დაბინძურებული წყალი უამრავ დაავადებას იწვევს. წყლის დეფიციტს ძალიან განვიცდით“,-ამბობს რანა ოდე, ხან იუნისიდან იძულებით გადაადგილებული პირი

მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულმა და მწველმა მზემ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა.

მაშინაც კი, როდესაც წყალი საკმარისი რაოდენობითაა, დალევა ან საკვებში გამოყენება ძალიან სახიფათოა.

„წყალს ვსვამთ და კუჭის სპაზმები გვაწუხებს. კარვებში ვცხოვრობთ, ახლა აგვისტოა, ძალიან ცხელი თვეა. კარვების გარეთაც და შიგნითაც  ცხელა, ამიტომ იძულებულნი ვართ, ეს დაბინძურებული წყალი დავლიოთ, რათა გადავრჩეთ“, -ამბობს მაჰმუდ ალ-დიბსი, ღაზიდან იძულებით გაადგილებული პირი.

ომამდე ღაზის დაახლოებით, ორი მილიონი მცხოვრები მარაგს სხვადასხვა წყაროდან იღებდა.

ნაწილს წყალს ისრაელის ეროვნული წყალმომარაგების კომპანია მილსადენებით აწვდიდა. ნაწილს კი დახმარების მიერ დაფინანსებული გამწმენდი ნაგებობებიდან იღებდნენ.

მაგრამ დაბომბვამ, დანგრეულმა ინფრასტრუქტურამ, საწვავისა და ელექტროენერგიის ნაკლებობამ ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიწოდება ძალიან გაართულა.

ისინი, ვინც დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მზის პანელებით ელექტროენერგიის მიღებას ახერხებენ, წყალს პოლიეთილენის პარკებში აგროვებენ და მაცივარში ინახავენ, რათა ქუჩაში სიცხისგან დაზარალებულ ადამიანებს მიყიდონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend