კატეგორიები

ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა
Copyright Euronews
ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მოხდა სალაჰ ალ-დინის ქუჩაზღაზაე, ბანაკის სიახლოვეს, სადაც დარტყმის მთავარი სამიზნე ერთ-ერთი ავტომობილი იყო.

ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ორი მამაკაცი  ავტომობილშივე დაიღუპა,  მესამე კი  აფეთქებას ემსხვერპლა. დაშავდა სამი ადამიანი.

ისრაელის სამხედრო უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„ჰამასთან“ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მყიფე  შეთანხმება ფორმალურად კვლავ ძალაში რჩება. მიუხედავად ამისა, ბოლო მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდშიც განახლებული იერიშების შედეგად ღაზაში უკვე 791 ადამიანი დაიღუპა, 2,235 კი დაშავდა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვითარება რეგიონში კვლავ დაძაბულია. ღაზაში მცხოვრები პალესტინელები მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზის სექტორში თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა