კატეგორიები

ირანის სახელმწიფო ტელევიზია მოსახლეობას ომისთვის ამზადებს

ირანის სახელმწიფო ტელევიზია მოსახლეობას ომისთვის ამზადებს
Copyright AP Photo

ირანის სახელმწიფო ტელევიზია მოსახლეობას ომისთვის ამზადებს. მაუწყებელმა იარაღის გამოყენების სწავლების პროგრამის ტრანსლირება დაიწყო. წამყვანი, ექსპერტის დახმარებით მაყურებლებს ინსტრუქციას აძლევ იმის შესახებ, თუ როგორ  გამოიყენონ ისეთი შეიარაღება, როგორიცაა AK-47, სხვადასხვა ტიპის ტყიამფრქვევები,შაშხანები და ყუმბარმტყორცნები. ზოგიერთ სატელევიზიო პროგრაში სამიზნედ დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სურათებია გამოყენებული, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროების დროშა. ამ სახელმწიფოში ირანის ბოლო იერიშებს პასუხად აბუ-დაბის კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოება მოჰყვა აშშ-სთან, რომლის სამხედრო კონტიგენტიც  ალ დაფრას ავიაბაზაზე იმყოფება.

პარალელურა თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მოსახლეობას ქუჩებში ზვდება და იარაღის გამოყენებას პირისპირ უხსნის. დაჯგუფებამ მოქალაქეების რეკრუტირების კამპანია დაიწყო,სადაც დამსწრეების მინიმალური დასაშვები ასაკი 12 წელია. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამას ომის დანაშაულთან ათანაბრებენ, თუმცა სამხედრო დაჯგუფებისთის ყველა გზა გამართლებულია, როდესაც ეს აშშ-ს, ისრაელსა და მათ მოკავშირეებს ეხებწთ რეგიონში. მითუმეტეს იმ ფონზე,როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია და თეთრი სახლის მუქარის ფონზე არავინ იცის  რა მასთაბებზე შეიძლება ავიდეს მიმდინარე ომი ქვეყანაში.

„ღვთის ნებით,ჩვენ შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს ცოდნა იმ შემთხვევაში,თუ ერთ დღესაც ისინი ცუდი განზრახვით მოვლენ,ჩვენ მათ წინ აღვუდგებით და დავიცავთ ჩვენს მიწასა და ქვეყანას“-აღნიშნა ფარდინ აბბასიმ,რომელიც ირანის მთავრობას წარმოადგენს.

„თავადაც ხედავთ, რომ ხალხის პასუხი, იქნება ეს კაცი თუ ქალი, გამორჩეულია. ეს წვრტნები აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და სპონტანურია”-ამბობს ნასერ სადეღი,რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან მოსახლეობას ტრენინგებს უტარებს.

ამის პარალელურად ევროპოლმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ათასობით ონლაინ ანგარიში გააუქმა. მათ შორისაა დაჯგუფების მავრი ანგარიში პლათფორმა X-ზე. საგულისხმოა,რომ მას 150 000 მიმდევარი ჰყავდა. ევროპოლის ნაბიჯს წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა,რამაც სამართალდამცავ ორგანოს ქმედებისთვის მეტი სივრცე მისცა.  რამდენიემ ენაზე თარგმნილი ონლაინ ინფრასტრუქტურა პოლიტიკურ და რელიგიურ შინაარსს ატარებდა. მასში ჭარბობდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი  ყალბი ვიდეოებიც, სადაც დაჯგუფება ირანის გარდაცვლილი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის სახელით საზოგადოებას მტრის წინააღმდეგ რევანშისკენ მოუწოდებდა.

დაკავშირებული ამბები
ირანის სახელმწიფო ტელევიზია მოსახლეობას ომისთვის ამზადებს აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმა გადადო