კატეგორიები

უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს

უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს
Copyright Vadim Ghirda/Copyright 2017 The AP

ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთის 10 მოქალაქის დასანქცირებას ითვალისწინებს, რომლებსაც უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობა ვეტოს მეშვეობით იცავდა, მათ შორისაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. თუმცა უნგრეთის ახლად არჩეულმა მთავრობამ მიანიშნა, რომ ბუდაპეშტი მზადაა ევროკავშირს ამ პირების დასანქციებას ვეტო აღარ დაადოს.

ევროკავშირმა პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანა თავდაპირველად 2022 წელს სცადა, როდესაც ბლოკი მას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერასა და პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა. თუმცა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ეს ნაბიჯი დაბლოკა და განაცხადა, რომ სანქციები რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავდა. ახლი კი ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ვიქტორ ორბანის მემკვიდრე, პეტერ მადიარი, რომელიც ცდილობს ვიქტორ ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირდეს, ვეტოს უფლებას აღარ გამოიყენებს.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და ახალი პრემიერ-მინისტრის ახლოს მოკავშირემ, მარტონ ჰაიდუმ Euronews-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უნგრეთი არ შეუერთდება ისეთ სანქციებს, რომლებმაც შესაძლოა უნგრეთის ეკონომიკური სტაბილურობა დააზიანოს, თუმცა ისეთ შემთხვევებში, როდესაც უნგრეთის წინა მთავრობა სახელმწიფოს ძალაუფლებას კერძო გარიგებებისთვის იყნებდა, ახალი მთავრობა არ დაბლოკავს ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმე  ვას, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის კიდევ ერთი მიზანია, დაასანქციროს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, რომლებსაც რუსეთი, ნავთობის გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასვლისთვის იყენებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეტაპობრივად დაიწყებს.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სამქციების 21-ე პაკეტს ევროკავშირი ივნისში წარადგენს. ხოლი მისი საბოლოო დამტკიცება 15 ილვისისთვისაა მოსალოდნელი.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს უნგრეთის მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი ევროკავშირში გაწევრების საკითხზე