ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ფულის გათეთრებისა და გავლენებით ვაჭრობის საქმეზე. ესპანეთის პოლიციის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა სოციალსტური პარტიის ყოფილი პრემიერის ოფისში ჩხრეკა უკვე ჩაატარა.ზაპატერო ჩვენებაზე შესაბამის უწყებებში 2 ივნისსაა დაბარებული. ის კანონდარღვევებს უარყოფს.
„მსურს მკაფიოდ და კატეგორიულად დავადასტურო, რომ არასოდეს მიმიმართავს არცერთი საჯარო უწყებისთის ან საჯარო სექტორის რომელიმე ორგანოსთვის Plus Ultra-ს დახმარების საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვაპირებ სრულად გამოვიყენო ჩემი უფლება, დავიცვა თავი, სრული სიმტკიცითა და რწმენით“- აღნიშნა ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერომ.
მიმდინარე გამოძიება 53 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფოებრივ დახმარებას ეხება,რომელიც ავიაკომპანია პლიუს ულტრას კოვიდ 19-ის პანდემიისას გაეწია. ზაპატეროს ტრანსპორტის სამინისტროზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომელსაც ბრალდების მტკიცებით ის, ავიაკომპანიის გადასარჩენად სახსრების დამტკიცების მიზნით ახორციელებდა.სასამართლო იკვლევს, განხორციელდა თუ არა ეს დახმარება შესაბამისი წესების დაცვით და ხომ არ ჰქონდა ადგილი უკანონო ლობირებას გავლენის მოხდენის მიზნით. მოქმედი პრემიერი თანაპარტიელს მხარდაჭერას უცხადებს,რაც პარლამენტში მოსმენაზეც დაადასტურა.
„სრული თანამშრომლობა მართლმსაჯულებასთან, აბსოლუტურად სრული. სრული პატივისცემა უდანაშაულობის პრეზუმფციისადმი და ჩემი სრული მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრ ზაპატეროს. ბევრი რამაა ისეთი, რაც პრემიერ-მინისტრმა ზაპატერომ გააკეთა, როცა ის მართავდა ამ ქვეყანას : მათ შორის იყო ესპანეთის გამოყვანა არალეგალური ომიდან ერაყში, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და შესაბამისი უფლებებისა და თავისუფლებების გაფართოება, ასევე ბაკსური სეპარატისტული ჯგუფის, ETA-ს დასასრული. მაგრამ მინდა ასევე ყველას შეგახსენოთ,რომ განსხვავებით აზნარისა ან ბატონი რახოის მტავრობებიდან, ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატეროს მმართველობის პერიოდში არ დაფიქსირებულა არც ერთი კორუფციის საქმე“-თქვა პედრო სანჩესმა.
ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო ესპანეთის მთავრობას 2004-2011 წლებში ხელმძღვანელობდა, აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენში.ის მოქმედი პრემიერის ახლო მოკავშირედ ითვლება.გამოძიება მის ირგვლივ აქტუალური კორუფციული სკანდალის ფონზე გახდა, რომელშიც მთავრობა ფიგურირებს. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ეს პირველი შემხეტვვაა, როდესაც ესპანეთის პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
