კატეგორიები

სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა.
დღეს, 8 აგვისტოს, წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გადაისინჯა პატიმრობაც.
პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ამის არგუმენტად კი განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე მოჰყავდა. ადვოკატები პროკურატურას არ ეთანხმებოდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა. რამდენიმე მათგანმა სასამართლოს გირაოც შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რვავე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არის.
პროკურატურა 3 პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, 5-ს კი მასში მონაწილეობას ედავება.
დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები