კატეგორიები

ჰამბურგის სპილენძის საწარმოს მიერ მოხმარებული წყალი ქალაქს გათბობით უზრუნველყოფს, პლანეტას კი არ აზიანებს

ჰამბურგის სპილენძის საწარმოს მიერ მოხმარებული წყალი ქალაქს გათბობით უზრუნველყოფს, პლანეტას კი არ აზიანებს
ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უბნის ინოვაციური ცენტრალური გათბობის სისტემის სამშობლოა.  ქალაქი გათბობისთვის სპილენძის სადნობი საწარმოს მიერ  მოხმარებულ ცხელ წყალს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოში ზედმეტი ნახშირბადი აღარ იფრქვევა.

ჰაფენსითი  ერთ დროს ქალაქ ჰამბურგის საპორტო უბანს წარმოადგენდა, ახლა ურბანული განახლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია. 2018 წლის შემდეგ აღმოსავლეთ ჰაფენსითის უბანში მდებარე ყველა შენობა ცენტრალური გათბობის სისტემას მიუერთეს, რომელსაც მეორეული თერმული  ენერგია ათბობს. ამ სისტემის სპილენძის სადნობი საწარმო  Aurubis-ი და ენერგიის მიმწოდებელმა კომპანია  Enercity contracting-ი ერთად უზრუნველყოფენ.

ჰაფენსითიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით,  სპილენძის სადნობი საწარმო  Aurubis ყოველ წელს 400 ათას ტონაზე მეტ სპილენძს აწარმოებს.

„სპილენძის კონცენტრატი მიწისქვეშა საბადოზე მოიპოვება, იგი უამრავ გოგირდს შეიცავს, რომლებიც ჟანგბადთან რეაქციაში შედის – ეს ეგზოთერმული რეაქცია წარმოშობს სითბოს,“ – ამბობს ჰოლგერ კლასენი, Aurubis -ის კორპორატიული ენერგიისა და კლიმატის საკითხების დირექტორი. „ასეთი გზით სითბოს მიღების დროს არ გამოიყოფა ცე-ო-ორი CO2, არავითარი აირი არ იწვის. შეგვიძლია, ეს ნივთიერება მოვაგროვოთ და ამით წყალი გავათბოთ“.

წყალი ქალაქამდე თითქმის 4 კილომეტრის სიგრძის მილებით მიდის. თუმცა მანამდე ეს წყალი გაივლის ამ პროექტის მთავარ კომპონენტს – კომპანია Enercity Contracting-ის ენერგოსადგურს. აქ წყალს ამოქაჩავენ და შეინახავენ, რათა ამ მარაგის საშუალებით დაამყარონ ბალანსი სითბოზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

„თუკი ჩვენი პარტნიორი ვეღარ გვაწოდებს სითბოს, გვაქვს სათადარიგო სისტემა, რომელსაც შეუძლია, ჩვენს მომხმარებელს მიაწოდოს სითბო ბოილერის საშუალებით, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს“, -განმარტავს მანფრედ შულე, კომპანია  Enercity contracting-ის წარმომადგენელი.

კომპანია Enercity Contracting-მა 8 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო ენერგოსადგურში. ამ თანხიდან 2 მილიონ 900 ათასი ევრო ევროპულმა რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფონდმა გაიღო. ჰაფენსითის Hafencity უბნისთვის გათბობის მიწოდების პროექტის მთლიანმა ხარჯმა 40 მილიონ ევროს გადააჭარბა.

Enercity Contracting-ის ენერგოსადგურის გვერდით მდებარე  პირველადი დახმარების კომპლექტების მწარმობელმა კომპანია  Hans Hepp -მა გადაწყვიტა, რომ საწარმოს 12 ათასი კვადრატული მეტრის მქონე ფართობის გათბობის სისტემიდან ამოეღო ორი ბოილერი და საწარმო უბნის ცენტრალური გათბობის სისტემისთვის მიერთებინა. მმართველი დირექტორი ამბობს, რომ მისი ორი ბოილერის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც დავუკავშირდით Enercity Contracting-ის ნახშირბადის დაბალი გამონაბოლქვის მქონე სითბურ წყაროს – ამის წყალობით შევძელით, რომ ჩვენს მიერ გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა წელიწადში 170 ტონით შეგვემცირებინა“, – ამბობს კრისტიან ბეკმანი, Hans Hepp-ის მმართველი დირექტორი.

ეს პროექტი დაახლოებით 28 ათას ოჯახს აწვდის გათბობას ჰამბურგის რამდენიმე უბანში და წელიწადში 120 ათასი ტონით ნაკლებ ნახშირბადს აფრქვევს გარემოში.

ავტორი: დავიდ რაფაელე ლობინა

Related news
სალონიკის ულტრათანამედროვე მეტრო - უპილოტო მატარებლები და ანტიკური საგანძური რადარული თანამგზავრი პოლონელ ფერმერებს საქმეს უადვილებს
სხვა ამბები