კატეგორიები

გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული ჩამდინარე წყლებით მორწყული ზეთისხილის ხეები - იტალიური პროექტი, რომელიც გვალვას ებრძვის

გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული ჩამდინარე წყლებით მორწყული ზეთისხილის ხეები  - იტალიური პროექტი, რომელიც გვალვას ებრძვის
გადამუშავებული ჩამდინარე წყლით მორწყული ზეთისხილის ხეები - აი, ასე ებრძვიან გვალვასა და წყლის დამაბინძურებელ ახალ ნივთიერებებს სამხრეთ იტალიის აპულიას რეგიონში მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში. მათ მიერ შექმნილი წყლის გამწმენდი მოლეკულა წყალბადის ზეჟანგისა და ულტრაიისფერი სხივების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება. ამ ექსპერიმენტის შედეგები ორი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ადრიატიკის აუზის რეგიონში წყლის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია. აქ, სამხრეთ იტალიის აპულიას რეგიონში, კლიმატის ცვლილების გამო წყლის დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც თან დაერთო ბაქტერია, რომელმაც ზეთისხილის ბაღები გაანადგურა. ევროკავშირის პროექტი ECO FLOW, რომელშიც ბერძენი და იტალიელი ექსპერტები არიან ჩართული, მიზნად ისახავს გაწმინდოს ქალაქ გალიპოლის ჩამდინარე წყლები, რომელიც სხვა შემთხვევაში ზღვაში ჩაიღვრებოდა, და ამ გადამუშავებული წყლით მორწყოს მიწა. ამ საცდელ ნაკვეთზე სამ რიგად არის დარგული ზეთისხილის ხის ის ჯიშები, რომლებსაც ბაქტერია ვერ ერევა და მათ მოსარწყავად სამ ხერხს მიმართავენ.

„გვინდა ჭის წყლით მორწყული ხეები შევადაროთ იმ ხეებს, რომელთა მოსარწყავადაც იყენებენ გადამუშავებულ წყალს, ან გადამუშავებულ და ჟანგბადით გამდიდრებულ წყალს,”- ამბობს როკო პროტოპაპა, ირიგაციისა და სატყეო საქმიანობის რეგიონული სააგენტოს წარმომადგენელი (ARIF). “ გვინდა დავაკვირდეთ, რამდენ ზეთისხილს მოისხავს ეს ხეები და რამდენად საღი იქნება ნაყოფი.  ამ გზით შესაძებელია, რომ ფუჭად აღარ დაიკარგო წყალი, რომელიც, სხვა შემთხვევაში, ზღვაში ჩავიდოდა.“

გალიპოლის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში ECO FLOW-ს პროექტისთვის განკუთვნილი წყალი დამატებით იწმინდება დაპატენტებულ მცირე სადგურში, რომელიც ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტის —  RE-WATER-ის ფარგლებში შეიქმნა. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს წყლის დამატებითი გაფილტვრის პროცესი?

„წყლის გაფილტვრის მეთოდი ეფუძნება ჟანგბადით გამდიდრებული წყლისა და ნათურის მიერ გამოსხივებული ულტრაიისფერი სხივების კომბინაციას. შედეგად წარმოიქმნება მოლეკულა, რომელსაც დამაბინძურებელი ნივთიერებების დაშლა შეუძლია,” - განმარტავს ფაბრიციო დელ’ანა,  Acquedotto Pugliese-ის ტექნიკური კოორდინაციისა და პროექტის განვითარების მენჯერი. “ეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან საჭირო მოწყობილობა ბაზარზე უბრალოდ არ იყო.“

 ECO FLOW-ს ბიუჯეტი მილიონნახევარ ევროზე მეტია; აქედან 75% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის (Cohesion Policy) ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო დარჩენილი 25% — პროექტში მონაწილე ორმა ქვეყანამ -  საბერძნეთმა და იტალიამ გაიღეს. ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორია ტექნიკურ და სამეცნიერო მხარდაჭერას უწევს პროექტის მთავარ პარტნიორს, რათა მან შეძლოს ECO FLOW-ს ფარგლებში წყალთან და ნიადაგთან დაკავშირებული ცდების ჩატარება ზეთისხილის იმ  ხეებზე, რომლებიც ორგვარად ირწყვება.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უნდა შევაფასოთ ის არის, თუ რაოდენობის მარილი შეიძლება დაგროვდეს ნიადაგში,” - ამბობს დანილო სპასიანო, ბარის პოლიტექკნიკური უნივერსიტეტსი პროფესორი. “ასევე შევისწავლით, თუ რამდენად შესაძლებელია ზეთისხილის ნაყოფში მიკროდამაბინძურებლების ანუ ახლად გამოვლენილი დამაბინძურებლების დაგროვება.“

Francesca Stajano farm-ის   ზეთისხილის ბაღი ყოველწლიურად 60 ტონაზე მეტ ზეთისხილის ნაყოფს იძლევა. მფლობელი მოსავლის ნაწილს საკუთარი ჭის წყლით რწყავს, ხოლო ზეთისხილის უფრო ახალგაზრდა ბაღს — გალიპოლის  კონსორციუმის მიერ მოწოდებული, სტანდარტული წესით დამუშავებული წყლით. შედეგებს შორის განსხვავება  უკვე შესამჩნევია.

„არ ველოდით, რომ ოთხი წლის ხეები უკვე ნაყოფს გამოიღებდნენ. ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ვნახეთ რომ ხეები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ — რაც, სავარაუდოდ, იმ წყლის დამსახურებაა, რომლითაც ვრწყავდით,” - განმარტა Francesca Stajano farm-ის მესაკუთრემ ანტონიო ასტუტომ,  

დაკავშირებული ამბები
გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული ჩამდინარე წყლებით მორწყული ზეთისხილის ხეები - იტალიური პროექტი, რომელიც გვალვას ებრძვის ლატვიას თავისი ოპტიკური ბოჭკოს 90%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს