კატეგორიები

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მზია ამაღლობელის განაჩენს გმობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მზია ამაღლობელის განაჩენს გმობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„მკაცრად ვგმობ პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის, რომლის ჯანმრთელობა პატიმრობაში გაუარესდა. მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას აცხადებს და უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“, – წერს იან ლიპავსკი პლატფორმა X-ზე.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენი 6 აგვისტოს გამოაცხადა. მან ჟურნალისტის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას” გულისხმობს.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს პროკურატურა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებოდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები