კატეგორიები

„სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება

„სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება

„სილქ როუდ ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. 

„გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები”, – წერია განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები