მთავარისაქართველოპარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ანა დოლიძე და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებენ.

პოლიტიკოსის განცხადებით, ისინი დამოუკიდებელ საქმიანობას განაგრძობენ. როგორც ანა დოლიძე ამბობს, მისი პარტია „ხალხისთვის“ აქტიურად თანამშრომლობს „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან”, რომელიც ახალ ეტაპზე გადადის.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან” და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის” დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს პარტია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

ანა დოლიძე და პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ ალეკო ელისაშვილის პარტიასთან „მოქალაქეები“ და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტია „ლელოს“ შეუერთდა, რის შედეგადაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ჩამოყალიბდა.

2025 წლის 27 თებერვალს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ „თავისუფლების მოედანმაც“ დატოვა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend